საერთაშორისო კონკურსი „მსოფლიოს საუკეთესო სომელიე 2022“ შესაძლოა საქართველოში ჩატარდეს

© FB / Natalia Sorokinaქართული ღვინის დეგუსტაცია
ქართული ღვინის დეგუსტაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიო დონის კონკურსში საქართველო  თბილისის ღვინის სკოლის კურსდამთავრებულმა, „საქართველოს საუკეთესო სომელიე 2018“- ის გამარჯვებულმა, სომელიე თამაზ თამაზაშვილმა წარადგინა

თბილისი, 13 ოქტომბერი - Sputnik. საქართველო ოფიციალურად დასახელდა კანდიდატ ქვეყანად, სადაც შეიძლება, ჩატარდეს კონკურსი „მსოფლიოს საუკეთესო სომელიე 2022“, ნათქვამია საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კორეაში ქართული ქარვისფერი ღვინოები დააგემოვნეს: სპეციალური დეგუსტაცია >>

გავრცელებული ინფორმაციით, 5-8 ოქტომბერს საფრანგეთში, შამპანის აკვანში, ქალაქ რეიმსში გაიმართა საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის (ASI) საიუბილეო, 50-ე გენერალური ასამბლეა, სადაც  საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა, შალვა ხეცურიანმა, წარადგინა განაცხადი, რომ კონკურსი „მსოფლიოს საუკეთესო სომელიე 2022“ საქართველოში ჩატარდეს.

ქართული ღვინო ფესტივალზე კრაკოვში - Sputnik საქართველო
ქართული ნატურალური ღვინო კრაკოვში დააგემოვნეს

ასამბლეამ საქართველო კანდიდატ ქვეყანად ოფიციალურად დაასახელა. კონკურსში საქართველოს მეტოქეები იქნებიან საფრანგეთი, ახალი ზელანდია და ლატვია.

საბოლოო ხმის მიცემა 13 დეკემბერს გაიმართება.

მსოფლიოს საუკეთესო სომელიეს გამოსავლენად ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი 2019 წელს ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ჩატარდა, სადაც გერმანიის წარმომადგენელმა, მარკ ალმერტმა გაიმარჯვა, ხოლო სამეულში დანიისა და ლატვიის წარმომადგენლები მოხვდნენ.

მსოფლიო დონის კონკურსში საქართველო თბილისის ღვინის სკოლის კურსდამთავრებულმა, „საქართველოს საუკეთესო სომელიე 2018“- ის გამარჯვებულმა, სომელიე თამაზ თამაზაშვილმა წარადგინა.

ღვინის ფესტივალი გურჯაანში - Sputnik საქართველო
„ღვინის აღორძინება საქართველოს აღორძინებაა”: პრეზიდენტი გურჯაანში ღვინის ფესტივალს დაესწრო

საერთაშორისო სომელიეთა ასოციაცია (ASI - Association de la Sommellerie Internationale) 1969 წელს საფრანგეთში, ქალაქ რეიმსში დაარსდა და მსოფლიოს 60 ქვეყნის სომელიეთა ასოციაციას აერთიანებს. მათი მთავარი მიზანია სომელიეს პროფესიის, ღვინის მოხმარების კულტურის განვითარება, საგანმანათლებლო კურსების და ტრენინგების გამართვა მომავალი სომელიეებისთვის, ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის და ღვინის მოყვარულებისთვის, ასევე - სომელიეთა საერთაშორისო და კონტინენტალური კონკურსების ორგანიზება.

რაც შეეხება საქართველოს სომელიეთა ასოციაციას, ის 2003 წელს დაარსდა. მისი მიზანია სომელიეს პროფესიის, ღვინის კულტურისა და განათლების განვითარება ქვეყანაში და ქართული ღვინის, როგორც კულტურის, პოპულარიზაცია ქვეყნის შიგნით და უცხოეთში.

საქართველოს სომელიეთა ასოციაცია 2014 წლიდან არის საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის (ASI) წევრი.

ყველა ახალი ამბავი
0