თოჯინები მოზრდილთათვის: გაბრიაძის თეატრი მინსკში პირველად წარდგა

© photo : courtesy of Rezo Gabriadze thaterრეზო გაბრიაძის სპექტაკლი „სტალინგრადი“
რეზო გაბრიაძის სპექტაკლი „სტალინგრადი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეზო გაბრიაძის მარიონეტების განთქმული თეატრი ბელარუსის დედაქალაქში საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალ ТЕАРТ-ზე წარდგა

სპექტაკლი „სტალინგრადი" უკვე საუკუნის მეოთხედს ითვლის - ქართველი ოსტატი მასზე ორი წლის განმავლობაში მუშაობდა. იწყებდა სერგეი ობრაზცოვის ცნობილ თეატრში, შემდეგ საცხოვრებლად პეტერბურგში გადავიდა და დაასრულა თბილისში. ათობით სტატია დაიწერა. წიგნი „რეზო გაბრიაძის თეატრი" დიდი ხნის წინ გამოიცა და გაიყიდა. უამრავი აუდიოჩანაწერია. მაგრამ წარმოდგენას ვერ შექმნიან იმაზე, რაც სინამდვილეში ხდება სცენაზე, იუწყება „Sputnik-ბელარუსი“.

© Photo: courtesy of Rezo Gabriadze TheaterСпектакль "Сталинград". Резо Габриадзе
თოჯინები მოზრდილთათვის: გაბრიაძის თეატრი მინსკში პირველად წარდგა - Sputnik საქართველო
Спектакль "Сталинград". Резо Габриадзе

დიდი მეთოჯინე 83 წლისაა. ის არის საქართველოს სახალხო არტისტი, რუსეთის სახელმწიფო პრემიის, „ტრიუმფისა“ და „ოქროს ნიღბის“ პრემიების ლაურეატი, ასევე საფრანგეთის საპატიო კომანდორი. და მთელი ეს რეგალიები მიღებულია არა მხოლოდ ცნობილი ფილმების სცენარებისთვის (მაგალითად, „მიმინო“, „ქინ-ძა-ძა!“, „არ დაიდარდო“, „პასპორტი“ და სხვა 30-ზე მეტი ფილმი), არამედ სპექტაკლისთვის „სტალინგრადი”. ეს, ექსპერტების აზრით, ყველა დროის შედევრია.

© Photo:courtesy of The site of the puppet theaterСпектакль "Сталинград". Резо Габриадзе
თოჯინები მოზრდილთათვის: გაბრიაძის თეატრი მინსკში პირველად წარდგა - Sputnik საქართველო
Спектакль "Сталинград". Резо Габриадзе

„სტალინგრადი" არ არის ომზე, ბრძოლებზე და ადამიანების სიკვდილზე. ლაპარაკი არ არის სტალინგრადის ბრძოლაზე, რამაც დიდი სამამულო ომის მსვლელობა შემოატრიალა. მაგრამ ამავე დროს არის მათ შესახებ, ძალიან უბრალო ადამიანებისა და ცხოველების ბედ-იღბალზე. ისინი ყველანი გაცოცხლებული თოჯინები არიან. თითქმის შეუძლებელია სიტყვებით აღწერო სპექტაკლი. ის მუსიკას ჰგავს. ყველას შეიძლება მოსწონდეს ნაწარმოები, მაგრამ იმის აღწერა, რის შესახებ არის ის და რას გრძნობთ, რა ასოციაციებში იბადება, ყველას არ შეუძლია.

© Photo: courtesy of Rezo Gabriadze TheaterСпектакль "Сталинград". Резо Габриадзе
თოჯინები მოზრდილთათვის: გაბრიაძის თეატრი მინსკში პირველად წარდგა - Sputnik საქართველო
Спектакль "Сталинград". Резо Габриадзе
ყველა ახალი ამბავი
0