ცნობილი ბელგიური ჯგუფი Oscar and the Wolf თბილისში კონცერტს გამართავს

© courtesy of Oscar And The WolfOscar and the Wolf
Oscar and the Wolf  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯგუფის ფრონტმენი მაქს კოლომბი მიიჩნევს, რომ როდესაც ის სცენაზე გამოდის, მასში მგელი იღვიძებს

თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. ცნობილი ბელგიური ელექტრო-პოპ-ჯგუფი Oscar and the Wolf ქართველი მსმენელის წინაშე შაბათს, 12 ოქტომბერს წარდგება - მუსიკოსების კონცერტი თბილისში, კლუბ „ციტადელში“ გაიმართება.

ჯგუფი Oscar and the Wolf დაარსდა 2010 წელს და იმავე წელს გამოუშვა ორი მინი ალბომი. თუმცა, ჯგუფმა ნამდვილი პოპულარობა ოთხი წლის შემდეგ ალბომის Entity („არსება") წყალობით მოიპოვა. ალბომში შევიდა ჰიტები Princes, Undress და Strange Entity. 2014 წლის ალბომი ბელგიის  საუკეთესო დებიუტად აღიარეს.

ჯგუფში შედიან მუსიკოსები: მაქს კოლომბი (ვოკალი), ოზან ბოზდაგი (ბას-გიტარა), ჯასპერ ბულინკი (გიტარა) და კლაუდიო არდუინი (დასარტყამი).

ჯგუფის ფრონტმენმა მაქს კოლომბიმ ერთხელ თქვა: „ამ წუთას ჩემში ზის მგელი, მაგრამ ის მხოლოდ სცენაზე ჩნდება. იქ თუ დგახართ, მაინც უნდა ითამაშოთ როლი... ჩემს შემთხვევაში ეს არის არა სამსახიობო თამაში, არამედ ჩემი ნაწილი, რომელიც მე გავზარდე“.

აღსანიშნავია, რომ ჯგუფმა საქართველოში კონცერტი 2018 წლის ოქტომბერშიც გამართა.

ღონისძიების ორგანიზატორია Monument Events - კომპანია, რომელსაც ქართველი მსმენელისთვის სხვადასხვა ქვეყნიდან არტისტები ჩამოჰყავს. ყველაზე ხშირად ესენი არიან მუსიკოსები, რომლებიც ელექტრონულ მუსიკას ასრულებენ. Monument-ის მიერ მოწვეული არტისტების სიაში არიან ცნობილი გერმანელი დიჯეი სტეფან ბოდზინი, ჟან ბლომკვისტი, პროდიუსერი, მუსიკოსი, დიჯეი რუდ ჰაგელშტაინი და სხვები.

ყველა ახალი ამბავი
0