ყურძენი და ღვინო

ცეცხლოვანი შოუ და კონცერტი: თბილისი ღვინის მასშტაბურ ფესტივალზე იწვევს

95
ღვინის გარდა, ღონისძიების სტუმრებს მრავალფეროვანი კულტურულ-გასართობი პროგრამა ელოდებათ

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. ზედიზედ მესამე წელია, საქართველოს დედაქალაქის ცენტრში გაიმართება ქართული ღვინის მასშტაბური ფესტივალი, იუწყებიან ორგანიზატორები.

თელავში „თელავინო 2019“ იზეიმეს >>

ღონისძიება ჩატარდება 12 ოქტომბერს შარდენის ქუჩაზე, რომელიც ყველაზე პოპულარულია ტურისტებს შორის. ფესტივალი ტრადიციულად 12:00 საათზე დაიწყება და გვიან საღამომდე გაგრძელდება.

ფესტივალის სტუმრებისთვის იმღერებენ მუსიკალური კვარტეტი „რანინა" და ესტრადის მომღერლები. გარდა ამისა, სტუმრები იხილავენ თეატრალურ წარმოდგენებს და სხვ.

„წელს ფესტივალის პროგრამა როგორც არასდროს კაშკაშა და მრავალფეროვანი იქნება. გასული წლის მსგავსად, სტუმრებს საშუალება ექნებათ ნახონ ცეცხლოვანი შოუ და წარმოდგენა ოჩოფეზებზე, დრამერების ნომრები. ეს დღე ღვინის ნამდვილ დღესასწაულად იქცევა", - აცხადებენ ორგანიზატორები.

ორ წელიწადში ფესტივალს ესტუმრა 60 ათასი სტუმარი და მონაწილეობა აქვს მიღებული 70-ზე მეტ ღვინის კომპანიასა და მცირე მარანს.

ქართული ღვინო წარმოუდგენელია შესაფერისი კერძების და კარგი მუსიკის გარეშე, ამიტომ ორგანიზატორებმა იზრუნეს სტენდებზე, სადაც იქნება წარმოდგენილი სხვადასხვა სახეობის ქართული ყველი, ჩირი, თხილეული და თაფლი.

ფესტივალის ორგანიზატორია ღვინის ონლაინ-მაღაზია allwine.ge და კომპანია „მეიდან ჯგუფი“.

95
თემები:
საქართველო და კულტურა (475)