ჰააგის უძველესი ეკლესია

ჰააგის უძველესი ეკლესიის სამრეკლოდან გია ყანჩელის „ყვითელი ფოთლები“ აჟღერდა

157
(განახლებულია 00:00 05.10.2019)
გია ყანჩელი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ქართულ მუსიკალურ ხელოვნებაში, 84 წლის ასაკში 2 ოქტომბერს გარდაიცვალა.

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. ნიდერლანდებში, ქალაქ ჰააგაში, წმ. იაკობის სახელობის უძველესი ეკლესიის სამრეკლოს ყველაზე მაღალი წერტილიდან დღეს, 4 ოქტომბერს აჟღერდა „ყვითელი ფოთლები“ და მელოდია ფილმიდან „შერეკილები“, ინფორმაციას ჰოლანდიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

„საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში ღრმა მწუხარებას გამოხატავს დიდი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის გარდაცვალების გამო“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც თან ვიდეო ახლავს.

გია ყანჩელი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ქართულ მუსიკალურ ხელოვნებაში, 84 წლის ასაკში 2 ოქტომბერს გარდაიცვალა. მას დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში შაბათს, 5 ოქტომბერს დაკრძალავენ.

სამოქალაქო პანაშვიდი კომპოზიტორის სახლში (ტოვსტონოგოვის 6) 3 და 4 ოქტომბერს გაიმართება. ამ სახლში 1904 წლიდან ცხოვრობდა ყანჩელის ოჯახის ექვსი თაობა.

დიდ მაესტროს შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ.

გია ყანჩელი მრავალი სიმფონიური და კამერული ნაწარმოების ავტორია. დაწერილი აქვს მუსიკა დრამატული სპექტაკლებისთვის, ათეულობით კინოფილმისთვის, მათ შორის ისეთი პოპულარული ფილმებისთვის, როგორებიცაა „მიმინო", „შერეკილები", „არ დაიდარდო", „ქინ-ძა-ძა", „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" და სხვ.

157
თემები:
საქართველო და კულტურა (940)
საქართველოში ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის კონკურსი გამოცხადდა

საქართველოში ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის კონკურსი გამოცხადდა

22
(განახლებულია 21:57 30.09.2020)
კონკურსის გამარჯვებულები 2020 წლის 10 დეკემბერს გამოვლინდებიან. კონკურსის ფარგლებში გამოიცემა საუკეთესო თარგმანების კრებული.

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ახალგაზრდა მთარგმნელთათვის ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის კონკურსი გამოცხადდა, რომელიც გამოჩენილი ქართველი პოეტისა და ფოლკლორისტის 85 წლის იუბილეს ეძღვნება, ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვებ-გვერდზე. 

კონკურსი ტარდება სამ ნომინაციაში – პოეზია, მხატვრული პროზა, არამხატვრული ტექსტი (დოკუმენტური პროზა, ესეისტიკა, კრიტიკა, პუბლიცისტიკა). კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი პრიზები: 1000, 500 და 300 ლარის ოდენობით.

კონკურსის პირობებით, მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია 20-დან 35 წლამდე ნებისმიერ მსურველს. თითოეულ მონაწილეს საკონკურსო განაცხადის წარდგენა შეუძლია მაქსიმუმ ორ ნომინაციაში. საკონკურსოდ წარდგენილი თარგმანი არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ნაბეჭდი ან ელექტრონული სახით.

საკონკურსო განაცხადების მიღება მოხდება ელექტრონულად, 2020 წლის 1–10 ნოემბრის პერიოდში. კონკურსის გამარჯვებულები 2020 წლის 10 დეკემბერს გამოვლინდებიან. კონკურსის ფარგლებში გამოიცემა საუკეთესო თარგმანების კრებული.

ვახუშტი კოტეტიშვილი (1935-2008) — ცნობილი ქართველი ლიტერატურათმცოდნე, ირანისტი, კრიტიკოსი, მთარგმნელი და ფოლკლორისტი, ასევე მრავალი მონოგრაფიის ავტორია.

ცხოვრების დიდი ნაწილი კოტეტიშვილმა ქართული ფოლკლორის განუმეორებელი ნიმუშების შეგროვებას მიუძღვნა.

ვახუშტი კოტეტიშვილის სამეცნიერო ნაშრომები და თარგმანები ძირითადად სპარსულ პოეზიას ეხება. გარდა ამისა, მან ქართულ ენაზე თარგმნა გერმანული, რუსული და ესპანურენოვანი ლიტერატურა. ქართულ საზოგადოებაში პოპულარობით სარგებლობს ვახუშტი კოტეტიშვილის მიერ გამართული ხალხური პოეზიის საღამოები, რომლებიც ХХ საუკუნის 80-იან წლებში ტარდებოდა. 

2007 წელს ირანის სამთავრობო კომისიამ კოტეტიშვილი ირანული პოეზიის ერთ-ერთ საუკეთესო მთარგმნელად დაასახელა და სამთავრობო სიგელით დააჯილდოვა.

22
თემები:
საქართველო და კულტურა (940)
Tbilisi Photo Festival 2020

„იცნობდე შენს მეზობელს“ თბილისში უჩვეულო გამოფენა იხსნება

61
(განახლებულია 19:20 29.09.2020)
პანდემია მარადიული არ არის, კულტურული შიმშილობა – კი. დედაქალაქში იხსნება გამოფენა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მხატვრები საქართველოდან, რუსეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და სხვა ქვეყნებიდან.

თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. გამოფენა სახელწოდებით „იცნობდე შენს მეზობელს“ თბილისის სასტუმრო Stamba–ში 30 სექტემბერს გაიხსნება და 4 ოქტომბრამდე გასტანს. გამოფენა საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების ოცზე მეტ მხატვარს გააერთიანებს, იუწყებიან ორგანიზატორები.

გამოფენას მართავს არტ–კომპანია „პროპაგანდა“, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში დიდი ძალისხმევის შედეგად შეძლო საერთაშორისო მასშტაბის გამოფენის მოწყობა.

ქართველ მხატვრებთან ერთად ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება რუსი, სომეხი, აზერბაიჯანელი, ბელარუსი, პოლონელი, ესტონელი და სერბი მხატვრების პროექტები.

„ეს გამოფენა საერთო სურათის შექმნის, პირდაპირი კონტაქტის დამყარებისა და იმ „comradeship“-ის გრძნობის აღდგენის მცდელობაა, რომელიც რეგიონში მცხოვრებ და მომუშავე ხელოვანებს შორის არსებობდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

პანდემიის გამო დახურულ სივრცეში ჩატარებულ კულტურულ ღონისძიებებზე დაწესებული შეზღუდვებისა და რეგულაციების გათვალისწინებით გამოფენაზე დასწრებას ერთდროულად შეძლებს მხოლოდ ხუთი ადამიანი წინასწარი ჩაწერით შემდეგ ვებ–გვერდზე. ვირტუალურად გამოფენის დათვალიერება კი შესაძლებელია აქ.

„ზამთრის მხატვარი“: თბილისში გურამ დოლენჯაშვილის გამოფენა გაიხსნა>>

„პროპაგანდა“ პირობას დებს, რომ პროექტს ყოველწლიურად გამართავს და ყოველ ჯერზე ღონისძიებაზე პასუხისმგებელი იქნება ახალი კურატორი ახალი ლოკაციით, კონცეფციითა და თემით.

61
თემები:
საქართველო და კულტურა (940)
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 1 ოქტომბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 09:47 30.09.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

1 ოქტომბერი, ხუთშაბათი. ამ დღეს იუპიტერი მართავს. მზარდი მთვარე ვერძის ნიშანშია.

ვერძის დღეებში საჭიროა აქტიურობა, ორიგინალურად და მტკიცედ მოქმედება, მაგრამ ასევე დიპლომატია. თავი უნდა აარიდოთ აჩქარებას, იმპულსურობას, აუცილებელია მოთმინების გამოჩენა. არ ივარგებს სამუშაოზე ზუსტი გათვლების ჩატარება და ანგარიშების შედგენა, გრძელვადიანი საქმეების წამოწყება. არასასურველია შეთანხმებებსა და კონტრაქტებზე ხელმოწერა, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გამართვა.

როდესაც მთვარე ვერძის ნიშანშია, იზრდება ინტერესი საწინააღმდეგო სქესის მიმართ. მამაკაცები მზად არიან, თავიანთი ვაჟკაცობა დაამტკიცონ, ხოლო ქალები ნამდვილი ამორძალები ხდებიან. კარგი დროა სიყვარულში გამოტყდომისთვის.

მთვარე ვერძში ხელს უწყობს აქტიურ, სწრაფ ნაცნობობას. ამ დღეს დაწყებული სასიყვარულო რომანი მგზნებარე და ცეცხლოვანი იქნება, მაგრამ, სავარაუდოდ, ხანმოკლე.

რეკომენდებულია აქტიური და მტკიცე მოქმედებები, მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეების დაწყება, წარმატების მიღწევის რწმენა, გადასადგმელი ნაბიჯების კარგად მოფიქრება, ადამიანებთან ურთიერთობები, ოჯახური და ნათესაური კავშირების გამტკიცება, საკუთარი იდეებისა და გეგმების გამხელა, კარიერასა და ბიზნესზე ზრუნვა, ფინანსური საკითხების გადაჭრა.

არარეკომენდებულია უსაქმოდ ყოფნა, ენერგიის დახარჯვა უმნიშვნელო მოვლენებზე, წვრილმანებზე.

ხელსაყრელი დღეა ხანმოკლე მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ვერძის დღეებში სასურველია, თმის შეჭრისა და შეღებვისგან თავი შეიკავოთ. ნებისმიერი ქიმიური საშუალებები ამ დღეს უარყოფითად მოქმედებს.

მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: ვერძის დღეებში შეიძლება მოსავლის აღება, მარცვლოვანი, ნაყოფიანი კულტურებისა და ბოსტნეულისთვის სასუქის მიცემა, გასხვლა, შეწამვლა დაავადებებისა და მავნებლებისგან დასაცავად, სარეველისგან გაწმენდა.

0