Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ჩცდ-ს ახალი სეზონიდან „ლუნას“ გარდა კიდევ ორი პერსონაჟი გამოაკლდება – ახალი დეტალები

© photo: My Wife's Friends / FBკადრი სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები"
კადრი სერიალიდან ჩემი ცოლის დაქალები - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოპულარულმა სერიალმა „ჩემი ცოლის დაქალები“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ აგვისტოში დატოვა.

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ ახალ სეზონზე ტელეკომპანია „ფორმულის“ ეთერში დაიწყება. სოციალურ ქსელში უკვე გავრცელდა სერიალის პრომოები და ფოტოები გადასაღები მოედნიდან.

ახალ სეზონზე სერიალს მსახიობი ქეთი ხუციშვილი გამოეთიშა. ლუნას პერსონაჟმა „კომედი გრუპთან“ დაიწყო თანამშრომლობა და „რუსთავი 2“-ში დარჩა.

ქეთი ხუციშვილის მსგავსად სერიალს კიდევ ორი მსახიობი შოთიკო ნოზაძე და ზურა ნიჟარაძე გამოეთიშა. ხაშურელი თენგოის და მერაბ დარჩიას ახალი პერსონაჟები უკვე გამოჩნდნენ „კომედი შოუს“ ანონსში.

ანი ჩირაძე - Sputnik საქართველო
ჩცდ-ს „ჩიკას“ შეყვარებულმა რომანტიკული ვახშამი მოუწყო – წყვილის ახალი ფოტოები

სერიალის ახალი სეზონი 25 ოქტომბრიდან დაიწყება. არხი თავდაცვის ყოფილ მინისტრთან დავით კეზერაშვილთან პარტნიორობით იქმნება.

„ფორმულა კრეატივი“ ცნობილია მისი მთავარი პოპულარული პროდუქტით, ყველაზე წარმატებული ქართული სერიალით „ჩემი ცოლის დაქალები“, რომელსაც კომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით იღებდა. ის ასევე ინტერნეტ-გამოცემა On.ge-ს მეწილეცაა. გარდა ამისა, „კრეატივის“ გუნდს ეკუთვნის ფილმები „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს“, „ტაქსი“, „ჭამა და სექსი“, ასევე მრავალი კომპანიის სარეკლამო რგოლი და ხმაურიანი კამპანია.

ყველა ახალი ამბავი
0