„ევროვიზია 2020“: საქართველოს პრეტენდენტების ვინაობა ცნობილია

© Photo: courtesy of Andres Puttingმზადება ევროვიზიის კონკურსისთვის
მზადება ევროვიზიის კონკურსისთვის - Sputnik საქართველო
გამოწერა
მალე საქართველოში დაიწყება მომღერლების ნამდვილი ბრძოლა, რომლის შედეგად გაირკვევა, ვინ წარმოადგენს ქვეყანას ევროვიზიის სცენაზე

თბილისი, 29 სექტემბერი - Sputnik. ცნობილია იმ შემსრულებლების ვინაობა, რომლებიც აცხადებენ პრეტენზიას საქართველოს სახელით წარდგნენ სიმღერის კონკურსზე „ევროვიზია 2020“.

ცნობილი გახდა სად გაიმართება „ევროვიზია 2020“ >>

„ევროვიზია 2020“ ნიდერლანდების სამეფოში, ქალაქ როტერდამში გაიმართება. კონკურსის ნახევარფინალები გაიმართება 12 და 14 მაისს, ფინალი - 16 მაისს.

კონკურსის გამართვაზე უფლება ნიდერლანდებმა 2019 წელს გამართულ კონკურსზე დუნკან ლოურენსის (სიმღერა Arcade ) გამარჯვების შემდეგ მოიპოვა, რომელიც თელ-ავივში გაიმართა.

© facebook.com/barbara.samxaradzeბარბარე სამხარაძე „ნიჭიერის“ ფინალში
„ევროვიზია 2020“: საქართველოს პრეტენდენტების ვინაობა ცნობილია - Sputnik საქართველო
ბარბარე სამხარაძე „ნიჭიერის“ ფინალში

ცნობილი გახდა, რომ ევროვიზიის სცენაზე საქართველოს სახელით წარდგენის პრეტენზიას აცხადებს ორი მომღერალი: შოუ „ნიჭიერის" მეექვსე სეზონის გამარჯვებული ბარბარე სამხარაძე და მუსიკალური შოუ X Factor Georgia-ს პირველი სეზონის გამარჯვებული თორნიკე ყიფიანი.

სწორედ ისინი შეარჩიეს პირველ არხზე ვოკალური შოუ „საქართველოს ვარსკვლავის“ კასტინგებზე, რომლის გამარჯვებულიც „ევროვიზია 2020"-ზე საქართველოს სახელით იმღერებს.

გიორგი როსტიაშვილი - Sputnik საქართველო
როგორ ემზადება საქართველო „საბავშვო ევროვიზიისთვის"

„საქართველოს ვარსკვლავი" ცნობილი ბრიტანული მუსიკალური კონკურს Pop Idol-ის ანალოგია. გასულ წლის სეზონში პროექტის გამარჯვებული გახდა მომღერალი ოთო ნემსაძე, რომელმაც „ევროვიზია 2019"-ზე საქართველო წარადგინა.

ტელეპროექტ „საქართველოს ვარსკვლავის" კასტინგები მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება. შოუში უძლიერეს შემსრულებელთა ათეული მოხვდება. შოუს ფინალში კი მაყურებლები გამარჯვებულს აირჩევენ.

„საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურის შემადგენლობაშია The Voice of Germany 2017-ის გამარჯვებული ნათია თოდუა, მუსიკოსი და მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი, მედიისა და კომუნიკაციების ბლოკის დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი და ხმისჩამწერი სტუდია „ბრავო რეკორდსის" პრეზიდენტი ზაზა შენგელია.

პროექტის მეორე სეზონი პირველ არხზე ოქტომბერში დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0