ანიტა რაჭველიშვილს გერმანიაში პრესტიჟული ჯილდო გადაეცა

© photo: Sputnik / photo: Anita Rachvelishvili Official / FBანიტა რაჭველიშვილი
ანიტა რაჭველიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანიტას მუსიკალური შემოქმედებისადმი მთელი მსოფლიოს მუსიკალური კრიტიკოსების ყურადღებაა მიპყრობილი.

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. მსოფლიო ოპერის ვარსკვლავმა, ქართველმა მეცო-სოპრანომ ანიტა რაჭველიშვილმა მიიღო პრესტიჟული ჯილდო German Record Critics' Award (გერმანულად Preis der deutschen Schallplattenkritik), რომელსაც გერმანელი მუსიკალური კრიტიკოსები ყოველწლიურად გამოჩენილ შემსრულებლებს გადასცემენ.

„მინდა მარად ვეხუტო, ვეფერო და ვკოცნო“- ანიტა რაჭველიშვილი მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს >>

German Record Critics' Award-ის ჟიურის წევრები არიან მუსიკალური კრიტიკოსები, პროდიუსერები გერმანიიდან, ავსტრიიდან და შვეიცარიიდან. ჯილდო 32 კატეგორიაში 1963 წლიდან გადაეცემა.

ანიტა რაჭველიშვილი - Sputnik საქართველო
ქართველი საოპერო დივა Metropolitan Opera-ს საუკეთესო შემსრულებელთა ათეულში მოხვდა

ანიტა რაჭველიშვილის დაჯილდოება შედგა ამსტერდამში, ნიდერლანდების ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში. ჯილდო პირველი სოლო ალბომისთვის Anita, რომელიც 2018 წელს კომპანია Sony Classic-მა გამოუშვა, მომღერალს კრიტიკოსმა მანუელ ბრუგმა (Manuel Brug) გადასცა.

რაჭველიშვილის ალბომში მისი საუკეთესო შესრულებები შევიდა. მათ შორისაა ცნობილი ოპერა „კარმენის“ არიები და ქართული ნაწარმოებები, მათ შორის, დიმიტრი არაყიშვილის ოპერა „თქმულება შოთა რუსთაველზე“, რომელიც კომპოზიტორმა 1919 წელს დაწერა.

ანიტა რაჭველიშვილის ალბომის ჩაწერაში მონაწილეობდა იტალიის რადიოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი ჯაკომო საგრიპანტის ხელმძღვანელობით.

როგორც ცნობილია, გასული წელი მომღერლის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. პირველი სოლო ალბომის გარდა, რომელმაც მას კრიტიკოსების აღიარება მოუტანა, საოპერო სცენის ვარსკვლავი 2018-2019 წლების სეზონის ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ-ოპერას“ (Metropolitan Opera) ათ საუკეთესო შემსრულებელთა ათეულში მოხვდა.

ვარსკვლავის გზა

ანიტა რაჭველიშვილი თბილისში დაიბადა, დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ვოკალის განხრით.

საქართველოში რაჭველიშვილის დებიუტი საოპერო სტუდიაში შედგა, სადაც ვერდის ოპერა „რიგოლეტოში" მადალენასა და ჩაისკოვსკის „ევგენი ონეგინში" ოლგას პარტიები შეასრულა.

2006 წლის შემოდგომაზე მომღერალი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მიიღეს, ხოლო ერთი წლის შემდეგ სასწავლებლად მილანის „ლა სკალას" თეატრის აკადემიაში მიიწვიეს.

ცეკვა მეტროში - Sputnik საქართველო
ცეკვა მეტროში – თეა დარჩიას და ანიტა რაჭველიშვილის პერფორმანსი

ანიტა რაჭველიშვილი საერთაშორისო არენაზე ცნობილი 2009 წლის 7 დეკემბრიდან გახდა, როდესაც „ლა სკალას" სეზონის გახსნაზე „კარმენში" მთავარი პარტია შეასრულა. მომღერლის სადებიუტო სპექტაკლმა ევროპულ სცენაზე უდიდესი წარმატებით ჩაიარა, სპექტაკლს მსოფლიოს მრავალი ტელეარხი გადასცემდა.

2011 წელს შედგა რაჭველიშვილის დებიუტი ნიუ-იორკის „კარნეგი ჰოლში", სადაც შეასრულა პრინცესა დე ბუიონის პარტია ჩილეას ოპერაში „ადრიანა ლეკურერი".

სენ-სანსის ოპერა „სამსონი და დალილაში" დალილას პარტიის შესრულებისთვის რაჭველიშვილმა მიიღო Bachtrack Opera Awards-ის პრემიის წოდება „საუკეთესო მომღერალი".

ყველა ახალი ამბავი
0