Black Sea Arena

Black Sea Arena-ს სცენა ფოლკლორის ფესტივალს უმასპინძლებს

46
ფესტივალის სტუმრები საქართველოს, საფრანგეთისა და იტალიის ფოლკლორის შედევრებით დატკბებიან

თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. შაბათს შეკვეთილში Black Sea Arena-ს სცენაზე ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი გრანდიოზული კონცერტით იხსნება - გახსნაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს და სხვა ქვეყნების ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები.

2020 წლისთვის პეტრას ციხეს ტურისტებისთვის კეთილმოაწყობენ >>

ფესტივალის უცხოელ სტუმრებს შორის იქნებიან Spartimu (კორსიკა) და Castelsardo (სარდინია).

საქართველო ფესტივალზე იქნება წარმოდგენილი შემდეგი ჯგუფებით: „ბერმუხა“ (აჭარა), „შილდა“ (კახეთი), ტრიო „შალვა ჩემო“ (გურია), „რიჰო“ (სვანეთი), „ბასიანი“ და „ქართული ხმები“ (თბილისი), ასევე ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი და სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბათუმი“.

კონცერტთან დაკავშირებით 7 სექტემბერს დაინიშნა დამატებითი მატარებლები თბილისი-Black Sea Arena-ბათუმი-Black Sea Arena. თბილისიდან მატარებელი გადის 12:40 საათზე და შეკვეთილში ჩადის 17:25 საათზე, ბათუმში - 18:23 საათზე. ბათუმიდან მატარებელი გადის 23:50 საათზე, ხოლო შეკვეთილიდან - 00:38 საათზე.

შეკვეთილის შემდეგ, 8 და 9 სექტემბერს ფოლკლორის ფესტივალი გადაინაცვლებს რაჭაში – ონსა და ამბროლაურში. იქ გამომსვლელებს შეუერთდებიან ანსამბლები „ფესვები“ (აჭარა), ადგილობრივი კოლექტივები „იავნანა“, „საგალობელო“ და „რაჭა“, „საგალობო“ (ლეჩხუმი), „ლილე“, „ლაგუშედა“ (ზემო სვანეთი), „ძირიანია“ და „ჩვენებურები“ თბილისიდან.

მუსიკასა და ცეკვასთან ერთად, ფესტივალზე სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი ეთნომუსიკათმცოდნეები პროფესიულ სემინარებს ჩაატარებენ. ფესტივალის სტუმრები მონაწილეობას მიიღებენ ეკოლოგიურად სუფთა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გამოფენა-გაყიდვაში.

იყო ქალი ხელოვნებაა: თბილისი ქალთა საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს >>

პირველად ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი შავი ზღვის სანაპიროზე 2016 წელს გაიმართა. იმ დროიდან ფესტივალი ტარდება სამთავრობო პროგრამა Check in Georgia-ს ფარგლებში, რომელიც საერთაშორისო დონეზე საქართველოს პოპულარიზაციას ემსახურება. ფესტივალის მხარდამჭერია ასევე საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი.

46
თემები:
საქართველო და კულტურა (362)