კინოფირი

თბილისში ფოტოგამოფენა „უსახელო არქივი" XX საუკუნის პირველ ნახევარს გააცოცხლებს

60
(განახლებულია 14:12 06.09.2019)
გამოფენის სტუმრები საბჭოთა კავშირის მცხოვრებლების მიერ გასული საუკუნის პირველ ნახევარში გადაღებულ ფოტოებს იხილავენ.

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. ისტორიული გამოფენა, რომელიც სამხრეთ კავკასიის ხალხების ცხოვრებას ასახავს XX საუკუნის პირველ ნახევარში, „უსახელო გალერეაში" 6 სექტემბერს გაიხსნება, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებაში.

ორგანიზატორები ამ გამოფენით ცდილობენ ურთიერთობები მოაგვარონ თაობებს შორის – საბჭოთა და პოსტსაბჭოთა საზოგადოებებს შორის.

„როგორი რეალობის ჩვენება სურდათ წინა საუკუნეში მცხოვრებ ადამიანებს მომავალი თაობისთვის, რომელიც დაიბადებოდა აბსოლუტურად განსხვავებულ არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ მსოფლიოში?.. რა სურდათ „მათ", გვენახა „ჩვენ", – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ექსპოზიციისთვის მასალა პირად არქივებში მოიძიეს. იმის წყალობით, რომ ფოტოაპარატი ბევრ საბჭოთა ოჯახში იყო, მრავალი საინტერესო ფოტოა შემონახული.

როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ეს ექსპოზიცია პირველი ეტაპი იქნება პროექტისა „უსახელო არქივი". გამოფენის გარდა, დაიბეჭდება საბჭოთა დროის ცხოვრებისადმი მიძღვნილი წიგნი, გაიმართება დისკუსიები და თემატური ფილმების ჩვენებები.

გამოფენის ორგანიზატორები მიზნად ისახავენ საბჭოთა წარსულის სოციალური, კულტურული და პოლიტიკური რეალობების გამოკვლევას.

გამოფენა ერთ თვეს გაგრძელდება.

60
თემები:
საქართველო და კულტურა (375)