თბილისი სექტემბერში ახალი დრამის ფესტივალს უმასპინძლებს

© photo: New Drama Festival / FBახალი დრამის ფესტივალი
ახალი დრამის ფესტივალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპექტაკლები ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა შიში, ძალადობა, ომი, ასევე სოციალური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. თბილისში 8-15 სექტემბერს მეორედ ჩატარდება ახალი დრამის ფესტივალი, რომელსაც რეჟისორ დათა თავაძის პერფორმანსი „ბნელა და არ იცის, რომ ოთახში სხვებიც არიან" გახსნის, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ახალი დრამის ფესტივალი – ესაა პლატფორმა საქართველოს დრამატურგებისა და პერფორმანსერების შეხვედრისთვის. ის მოწოდებულია, ექსპერიმენტული ხელოვნების მოდა შემოიტანოს და გაააქტიუროს ქვეყნის თეატრალურ ხელოვნებაში თავისუფალი შემოქმედებითი პროცესი.

ბრეიკ-დანსის ჩემპიონატი - Sputnik საქართველო
საქართველოში პირველად ჰიპ-ჰოპის ფესტივალი ჩატარდება

ფესტივალის დადგმებში ავტორები, ტრადიციულად, ეხებიან ისეთ თემებს, როგორიცაა შიში, ძალადობა, ომი, ასევე სოციალური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.

სამეფო უბნის თეატრის რეჟისორის დათა თავაძის პერფორმანსში 25 მსახიობი მონაწილეობს. დამდგმელი რეჟისორის ჩანაფიქრით, გმირები სცენაზე აახმიანებენ იმ ფრაზებს, რომლებიც, ჩვეულებრივ, ლიფტებისა თუ სადარბაზოების კედლებზეა დაწერილი.

„პერფორმანსის ტექსტი ის ფრაზებია, ხალხი ლიფტის კედლებზე რომ წერს… სისხლით, ან კოსმეტიკით დაწერილი ფრაზები, გამოგონილ ენაზე დაწერილი ტექსტი, ან უცხო ენა ისე ჩაწერილი, როგორც გვესმის, ან უცხოური სიმღერის ტექსტი ისე ჩაწერილი, როგორც გვესმის და აშკარა ტყუილების ტექსტი, ან დაპირებების, ან იმ საგნების სია, რომლებიც შეგიძლია ციხეში შეიტანო, ან ის ყველაფერი, რაც აღარ გვახსოვს, ან სხვისი უსამართლოდ დადანაშაულების ტექსტი... მოკლულ ვარსკვლავებზე დაწერილი ტექსტი, ის ტექსტი, რომელიც წამოგცდება და ყველაფერი რის თქმასაც მოასწრებ, სანამ ენას კბილს დააჭერ და ის ტექსტიც, ვერავინ ვერასდროს რომ ვერ გაიგებს…" – წერს რეჟისორი პერფორმანსზე.

ქალთა ფესტივალი თბილისში - Sputnik საქართველო
იყო ქალი ხელოვნებაა: თბილისი ქალთა საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

მუსიკა წარმოდგენისთვის ნიკა ფასურს ეკუთვნის. მონაწილეობენ პაატა ინაური, მაგდა ლებანიძე, გიორგი შარვაშიძე, ქეთა შათირიშვილი, იაკო ჭილაია, ივა ქიმერიძე, სოფიო ზერაგია, სანდრო სამხარაძე და სხვები.

ფესტივალის პროგრამაშია ასევე რეჟისორ გრიგოლ ნოდიას სპექტაკლი „ნოე", ლაშა ბუღაძის „მორალი" და თამარ შუკაკიძის პერფორმანსი „მეხსიერება". ამას გარდა, მაყურებელს ელოდება თემატური დისკუსიები, პრეზენტაციები და ახალგაზრდა დრამატურგების მარათონი.

ახალი დრამის ფესტივალი ჩატარდება ცოტნე დადიანის 134-ში, სპორტულ კომპლექსში. ფესტივალის დაარსების ინიციატორია ხელოვნებათმცოდნე სოფიო კილასონია. ფესტივალის ორგანიზატორია „დიალოგისა და განვითარების სახლი" თბილისის მერიის მხარდაჭერით.

ყველა ახალი ამბავი
0