რუსი წარმომავლობის ამერიკელი მომღერალი ზოლა ჯიზუსი თბილისს ეწვევა

გამოწერა
მომღერლის კომპოზიციებში ერთმანეთს ერწყმის ელექტრონული, გოთური და ექსპერიმენტული როკი.

თბილისი, 5 სექტემბერი – Sputnik. რუსული წარმომავლობის ცნობილი ამერიკელი მომღერალი ზოლა ჯიზუსი ქართველი მსმენელის წინაშე თბილისში, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მცირე დარბაზის სცენაზე 2019 წლის 12 სექტემბერს წარდგება.

Netflix-ის სერიალ „ქაღალდის სახლის“ ვარსკვლავი თბილისში ჩამოდის >>

ზოლა ჯიზუსი – 30 წლის შემსრულებლისა და სიმღერების ავტორის ნიკა როზა დანილოვას ფსევდონიმია. მომღერალმა ის იესო ქრისტეს და მწერალ ემილ ზოლას სახელების შერწყმით ჯერ კიდევ მოზარდობის პერიოდში მიიღო.

წარმოშობით ზოლა ფინიქსიდანაა (არიზონას შტატი), მაგრამ ვისკონსინში გაიზარდა. იგი შთაგონებული იყო ისეთ მუსიკოსებით, როგორებიც იყვნენ იენ კერტისი, დიამანდა გალასი, ლიდია ლანჩი, თრობინგ გრისტლი და სვონსი, ამასთან იგი უპირატესობას ანიჭებს პოპმუსიკას და კლასიკას. ზოლა ჯიზუსის პირველი სინგლები – Poor Sons და Soeur Sewer 2008 წელს გამოვიდა.

მუსიკალური კარიერის განმავლობაში მომღერალმა ოთხი მინიალბომი და ხუთი სრულფორმატიანი ალბომი გამოუშვა, სადაც ერთმანეთს ერწყმის ინდუსტრიული, კლასიკური, ელექტრონული, გოთური და ექსპერიმენტული როკი.

რუსმა კომიკოსმა საქართველოში დაგეგმილი კონცერტი არ ჩაშალა >>

თბილისში ზოლა ჯიზუსი იმღერებს პროექტ მუსიკალური ტალღის (Soundwave) ფარგლებში, რომლის ორგანიზატორები არიან კომპანია Velvet Session და მინერალური წყლის ბრენდი „ლიკანი“. პროექტი ითვალისწინებს საქართველოს დედაქალაქში კონცერტების გამართვას ადგილობრივი და უცხოელი ვარსკვლავების მონაწილეობით. Soundwave-ის წინა სტუმარი იყო შვედი მომღერალი და კომპოზიტორი ჯეი–ჯეი იოჰანსონი.

ყველა ახალი ამბავი
0