ბრეიკ-დანსის ჩემპიონატი

საქართველოში პირველად ჰიპ-ჰოპის ფესტივალი ჩატარდება

64
(განახლებულია 17:07 04.09.2019)
ღონისძიების სტუმრებს მრავალფეროვანი კულტურულ-გასართობი პროგრამა ელოდებათ.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. თბილისში 21 სექტემბერს ჰიპ-ჰოპის ფესტივალი პირველად ჩატარდება, აღნიშნავენ ორგანიზატორები.

ფესტივალი ზემო ფონიჭალაში მდებარე Alibi Arena-ს ტერიტორიაზე ღია ცის ქვეშ ჩატარდება.

ფესტივალში გაერთიანებულია ჰიპ-ჰოპისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა ელემენტი: რიტმული მუსიკა, ბრეიკ-დანსი, გრაფიტის ხელოვნება. მხატვრებისთვის სპეციალური სივრცე მოეწყობა. საღამოს ბოლოს სტუმრები საუკეთესო გრაფიტის შეარჩევენ.

ფესტივალის ტერიტორიაზე მყუდრო კაფე და ბარები იმუშავებს.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი შემსრულებლები: Zaza Nozadze and Qseli56, Kazzy Jazz, DJ Grotask, Nick Green, Babiloni და სხვ.

64
თემები:
საქართველო და კულტურა (369)