გებჟალია

საქართველოში ეროვნული სამზარეულოს უნიკალური რეცეპტები ააღორძინეს

59
(განახლებულია 16:16 03.09.2019)
ახალი გამოცემა ქართული ტრადიციული კერძების როგორც თანამედროვე, ისე თითქმის მივიწყებული ტრადიციული კერძების 150-ზე მეტ რეცეპტს აერთიანებს.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში გამოსცეს კულინარიული კრებული „ქართული გემოს მემკვიდრეობა" – უნიკალური გამოცემა როგორც თანამედროვე, ისე თითქმის მივიწყებული ქართული ტრადიციული კერძების 155 რეცეპტს აერთიანებს.

კულინარიული გზამკვლევის ავტორები არიან ჩვეულებრივი თბილისელი ცოლ-ქმარი – არჩილ ზამბახიძე და ქეთევან პაპავა.

Авторы кулинарного сборника Наследие грузинского вкуса
კრებულის „ქართული გემოს მემკვიდრეობა" ავტორები

ახალგაზრდა მშობლები მასალას წიგნისთვის ორი წელიწადის განმავლობაში მთელ საქართველოში მოგზაურობისას აგროვებდნენ. არჩილსა და ქეთევანს, პირველ რიგში, ყველაზე რარიტეტული და ნამდვილი რეცეპტები აინტერესებდათ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან. მეუღლეები არქივებსაც სტუმრობდნენ.

Презентация кулинарного сборника Наследие грузинского вкуса
კრებულის „ქართული გემოს მემკვიდრეობა" პრეზენტაციაზე

„ვეკითხებოდით ადგილობრივებს სხვადასხვა კუთხეში – ბებიებს, მათ მეზობლებს, თუ რა რეცეპტი იყო საინტერესო და უცნობი. ამასთანავე ვეძებდით არქივში, ამ ხალხსაც აღარ ახსოვდა უკვე და არც სმენიათ მათ შესახებ. და ერთად დავიწყეთ მათი აღდგენა, რაც ჩვენთვის დიდი პატივია", – განუცხადა ჟურნალისტებს წიგნის პრეზენტაციაზე ქეთევან პაპავამ.

Наследие грузинского вкуса
„ქართული გემოს მემკვიდრეობა“

არჩილის თქმით, მათთვის მნიშვნელოვანია იცოდნენ, რას მიირთმევდნენ ჩვენი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში და როგორ ვითარდებოდა გასტრონომია საქართველოში.

„მათი იმედი გვაქვს, ვინც მოქმედი და მომავალი მზარეულია, ინოვაციურია თავისი ხასიათით, რომ ჩვენს წარსულს თანამედროვეობაში ძალიან კარგად გადმოიტანენ. იმედი გვაქვს, რომ პატარა წვლილს შევიტანთ ამ საქმეში, რომ არ დაიკარგოს ის, რაც გვქონდა", – აღნიშნა არჩილ ზამბახიძემ.

წიგნი „ქართული გემოს მემკვიდრეობა" საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გამოიცა.

59
თემები:
საქართველო და კულტურა (369)