ქვევრი, რომელშიც ოჯახის გარჯა, ისტორია და ტრადიციები ვაზის ნაჟურად ინახება

თბილისში ქვევრის ღვინის ფესტივალი Travel in Georgia with Wine მიმდინარეობს

88
(განახლებულია 18:30 01.09.2019)
ფესტივალში 50 საოჯახო მარანი მონაწილეობს

თბილისი, 1 სექტემბერი - Sputnik. თბილისში, ორბელიანის მოედანზე ქვევრის ღვინის ფესტივალი – Travel in Georgia with Wine იმართება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ფესტივალის მიზანია, ტურიზმის მხარდაჭერა, ღვინის პოპულარიზაცია,  ქვევრის ღვინის მიმართულებით განათლების დონის ამაღლება, სამომხმარებლო კულტურის ზრდა და ღვინის ტურიზმის ხელშეწყობა.

ფესტივალში 50 საოჯახო მარანი მონაწილეობს. ფესტივალი ტარდება მცირე საოჯახო მარნების ინიციატივითა და თბილისის მერიის, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით. ფესტივალს ქართული ხალხური სიმღერების ანსამბლების, ფოლკლორული გუნდებისა და ეთნო ჯაზ-ბენდის მიერ შესრულებული სიმღერები აფორმებს.

ფესტივალზე უნიკალური ქვევრის ღვინოების დეგუსტაციაა შესაძლებელი, ასევე თითოეული მარანი ფესტივალზე წარმოადგენს მინიმუმ 30 ბოთლ სარეალიზაციო ღვინოს, რომელიც ტურიზმის ხელშეწყობის მიზნებიდან გამომდინარე სიმბოლურ ფასად გაიყიდება.

ფესტივალი 22:00 საათამდე გაგრძელდება.

88
თემები:
ღვინის კულტურა და მეღვინეობა (83)
ცისფერი გალერეა

„ზამთრის მხატვარი“: თბილისში გურამ დოლენჯაშვილის გამოფენა გაიხსნა

125
ეს ფერმწერი საოცრად ხატავს ზამთრის პეიზაჟებს - მისი ნახატები ერთი შეხედვით ფოტოებში შეიძლება აგერიოთ

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. ცნობილი ქართველი გრაფიკოსის, „ზამთრის მხატვრის“ - გურამ დოლენჯაშვილის რეტროსპექტული გამოფენა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნა.

დამთვალიერებლები შუქჩრდილის ვირტუოზული „თამაშით“ განთქმული ოსტატის სხვადასხვა ნამუშევრებს ნახავენ. დოლენჯაშვილის ნახატები, რომლებსაც ის უბრალო ფანქრით ხატავს, იმდენად რეალისტურად არის შესრულებული, რომ ბევრს ფოტოები ჰგონიათ.

„შუქჩრდილი ფანტასტიკურია, არის შეგრძნება, თითქოს მთვარის შუქი თვალს ჭრის. მის ნამუშევრებში სილამაზის სივრცეები ერთდროულად არსებობს - მაყურებელი მაკროსამყაროდან მიკროსამყაროში ხვდება, თანაც ისე, რომ სუნთქვა ჩერდება. კოსმიურად მშვენიერი ზეციდან - იმერელი გლეხის ურმამდე, თიხის ქოთნის უმცირეს ბზარამდე. ტოტებზე დადებული საოცრად რეალური თოვლიდან - კვლავ განუსაზღვრელი სიმაღლის ზეცაში, მთვარისკენ, კოსმოსში“, - წერს დოლენჯაშვილის შესახებ მოსკოველი ხელოვნებათმცოდნე რაისა ნესტერენკო.

გამოფენა 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

გურამ დოლენჯაშვილი 1943 წელს დაიბადა ქალაქ ქუთაისში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. საქართველოს დამსახურებული მხატვარია, რუსეთის სამხატვრო აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი. 90-იანი წლებიდან ცხოვრობდა რუსეთში, ამჟამად ცხოვრობს საქართველოში.

დოლენჯაშვილის ნამუშევრები იყო გამოფენილი სხვადასხვა ქვეყნებში: ავსტრალიაში, ავსტრიაში, ინგლისში, არგენტინაში, ბელგიაში, ბულგარეთში, უნგრეთში, ვიეტნამში, გერმანიაში, ინდოეთში, ერაყში, კვიპროსში, კუბაში, მექსიკაში, მონღოლეთში, ნიდერლანდებში, ნიკარაგუაში, პოლონეთში, რუმინეთში, აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში, ჩეხოსლოვაკიაში, შვედეთში, შვეიცარიაში, იუგოსლავიასა და იაპონიაში.

დოლენჯაშვილის ნამუშევრები ასევე ინახება ტრეტიაკოვის გალერეაში, პუშკინის სახელობის მუზეუმში და მსოფლიოს მრავალ მუზეუმში.

125
თემები:
საქართველო და კულტურა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალგაზრდა ლიტერატორებისთვის კონკურსს ატარებს

41
(განახლებულია 18:44 22.09.2020)
პროექტი განკუთვნილია დამწყები ლიტერატორებისთვის, ხოლო 2020 წლის თემა – ახალ რეალობაში ჩაძირული სამყაროს გავლენაა.

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა (თსუ) სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდის“ დაწყება გამოაცხადა. კონკურსი უკვე მეთორმეტედ ტარდება, აღნიშნულია უნივერსიტეტის განცხადებაში.

თსუ-ის და კომპანია Silknet-ის ერთობლივი პროექტი განკუთვნილია მათთვის, ვინც ქმნის პროზაულ ნაწარმოებებს, სურს ლიტერატურული გამოცდილების მიღება, და მათი შემოქმედების საქართველოსთვის გაცნობა.

„ლიტერატურა სოლიდარობისთვის“: მწერლების მხარდასაჭერად ახალი პროექტი იწყება>>

კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის სამივე საგანმანათლებლო საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტებს შეუძლიათ. წელს კონკურსი გაფართოვდა და ის კონკურსში მონაწილეობისთვის ასევე პროფსასწავლებლების მოსწავლეებსაც იწვევს.

წლევანდელი კონკურსის კონცეფციაა – ახალი რეალობითა და რეგულაციებით შეცვლილი სამყაროს გავლენა, სადაც თითოეული ადამიანი მარტოა და, ამავე დროს, სამყაროსთან კავშირშია.

„შემოდგომის ლეგენდა“ ორ ეტაპად ტარდება. პირველ ტურში კონკურსანტებმა კონკურსის ონლაინ–აპლიკაციის მეშვეობით უნდა გაგზავნონ საკუთარი ნამუშევრები ჟანრისა და თემისგან დამოუკიდებლად.

შემდეგ ჟიური შეარჩევს ათ მონაწილეს, რომლებიც გადავლენ ფინალურ ტურში და 12 საათის განმავლობაში დაწერენ თავიანთ ნამუშევარს ჟიურის წევრების მიერ წარმოდგენილ თემაზე. ფინალური ტური გაიმართება წინანდალში, ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე.

წელს ცვლილებები შეეხო ლიტერატურული ჟიურის შემადგენლობასაც: დათო ტურაშვილის, თეონა დოლენჯაშვილისა და მაკა ლდოკონენის ტრიოს ორი ახალი წევრი – ანა კორძაია-სამადაშვილი და დავით გაბუნია დაემატება. ჟიურის წევრებს შორის არიან ასევე გასული წლის გამარჯვებული ცოტნე ავსაჯანიშვილი და დავით ქართველიშვილი, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს და კონკურსში დისტანციურად იმუშავებს.

სტუდენტურ კონკურსში გამოვლინდება სამი გამარჯვებული. ისინი დაჯილდოვდებიან 1000, 700 და 500 ლარის ოდენობის ფულადი პრიზებით თსუ-სგან და Silknet-სგან.

გამარჯვებული ნოემბერში გამოვლინდება.

41
თემები:
საქართველო და კულტურა
ევროკომისიის შენობა

მოსაზრება: ევროპა ლიბერალური ერთსულოვნებისა და დემოკრატიული ტოტალიტარიზმისთვის იბრძვის

0
(განახლებულია 17:29 24.09.2020)
დასავლეთის მიერ დე–ფაქტო გამოცხადებული ახალი ცივი ომი სრულიად ახალ ფაზაში შედის, როდესაც ანტირუსულ რიტორიკას გარდაუვლად მოსდევს საკუთარი სხვაგვარად მოაზროვნეების დევნისადმი მოწოდება, რომელთა მოსაზრება არ ჯდება ოფიციალურ იდეოლოგიაში.

ვლადიმირ კორნილოვი

და მოვლენების განითარების კვალდაკვალ ირკვევა, რომ რუსეთი აღარ არის ყველა ამ ანტირუსული გამოხდომებისა და სანქციების ძირითადი სამიზნე. 

თითქოს ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციები რუსეთისა და რუსული პოლიტიკის წინააღმდეგ ძალიან მკაცრია (რომელიც  ქვეყნის კონსტიტუციის შეცვლასაც კი მოითხოვს), მაგრამ იგივე უწყების ტრიბუნიდან გამოსვლისას ევროკომიის თავის, ურსულა ფონ დერ ლიაიენის ოფიციალურ სიტყვაში რუსეთი მხოლოდ ერთხელ იყო მოხსენიებული. მაგრამ, როგორ?! ის პირდაპირ დაემუქრა „მათ, ვინც რუსეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობას უჭერს მხარს“. ანუ ეს უფრო მოსკოვისადმი კი არა, იმ სახელმწიფოებისა და განსაკუთრებით კი ევროკავშირის შიგნით არსებული იმ პოლიტიკური ჯგუფებისადმი მიმართვაა,  რომლებიც კიდევ ბედავენ და იმედი აქვთ, რომ ბრიუსელი საგარეო პოლიტიკას უფრო ჯანსაღად მიუდგება. გერმანიის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამით ევროპის ოპოზიციას აფრთხილებს, „თქვენზე მოვდივართო“.

ამასთან დასავლური პრესა მთელ ამ ვრცელ „სატახტო“ სიტყვაში რუსეთის ამ მოკლე მოხსენიებას გამოყოფს ძირითად გზავნილად და სათაურებშიც გამოაქვს: „ევროკაშირის ლიდერი რუსეთთან კავშირებზე გაფრთხილებას იძლევა“. ანუ ეს თეზისი ფართო წრეს უნდა მიწღო ცნობად და ყველა იმას გაეგონა, ვისაც ეს პრესა რეგულარულად აწებებს „კრემლის სასარგებლო იდიოტების“ იარლიყს.

არ არსებობს არანაირი ეჭვი, რომ შიდა ოპოზიციისადმი დამოკიდებულების მკვეთრი გამკაცრება არის არა რეაქცია „ბერლინელი პაციენტის“ სკანდალზე (როგორც ამას ზოგი ევროპელი პოლიტიკოსი ირწმუნება), არამედ ეს უფრო მასობრივი პასუხია სკანდირებაზე „პუტინი! პუტინი!“, რომეიც ბერლინში რუსეთის საელჩოსთან ისმოდა. ეს ასევე არის შიში მართალი სიტყვის გაგონებისა, რომელიც, როგორც ირკვევა, გერმანიაში სულ უფრო დიდი პატივისცემით სარგებლობს.

ამ „პრობლემაზე“ ამ დღეებში პირდაპირ მიუთითა გერმანულმა გაზეთმა Süddeutsche Zeitung–მა:

რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებების გავლენა დიდია გერმანიაში, სადაც ნავალნის მოწამვლამ არერთი კამათი გამოიწვია. RT Deutsch–ის სტატიები, სახელმწიფო ტელევიის გერმანულენოვანი ქვედანაყოფი, წარმოუდგენლად პოპულარულია: ЕСВС–ის მონაცემების თანახმად, ის ახლა მეორე ადგილზეა გერმანიის სოციალურ ქსელებში ციტირებების მიხედვით“.

Süddeutsche Zeitung–ის ავტორებს არ შესწევთ უნარი, დაფიქრდნენ, რატომ ხდება ეს ან რატომ დაეცა ბოლო წლებში ასე მკვეთრად გერმანული გაზეთების პოლულარობა. მათი აზრით, რუსული მედიასაშუალებების მიზანი ევროპაში — ეს „ეჭვის დათესვაა“ ევროპული საზოგადოების მწყობრ რიგებში. საინტერესოა, როდიდან ფიქრობენ დასავლელი ჟურნალისტები, რომ ეჭვების არსებობა — ეს რაღაც ცუდი და საშინელია? თითქოს დემოკრატიული ევროპა ყოველთვის გმობდა (სიტყვიერად მაინც) ტოტალიტარიზმსა და ოფიციალურ ერთაზროვნებას.  ახლა კი დასავლელ ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს გულწრფელად უკვირთ, რატომ ეძებენ მათი თანამემამულეები ადგილობრივი გაზეთებისა და სატელევიზიო არხების ჯანსაღ ალტერნატივას, როდესაც ცდილობენ, რაიმე აზრი დაიჭირონ „მოწამვლებისა“ და „ჩარევების“ შესახებ ინფორმაციებში. ადგილობრივი მედიით ხომ ყოველგვარი კრიტიკული მსჯელობის გარეშე ტრანსლირდება ზემოდან დაშვებული „ერთადერთი სწორი“ ვერსია.

ეს ეხება არა მარტო გერმანიას. ევროპის რომელი ქვეყანაც უნდა აიღო, იქ აუცილებლად წააწყდები დისკუასიას იმაზე, რატომ არის „პრორუსული“ თვალსაზრისი ასეთი პოპულარული არასისტემურ მედიასა და სოცქსელებში. ჩეხი ექსპერტი იან შირი ამას ჟურნალისტების „მოუმზადებლობით“ ხსნის. ისინი უბრალოდ „სწორად უნდა დააორიენტირო“: აიძულო, რომ დონბასელ ამბოხებულებს „სეპარატისტები“ კი არ ეძახონ, არამედ „რუსული არმია“ — და საჭირო შედეგსაც მაშინვე მივიღებთ. და ვისი რა საქმეა, რომ რუსული არმია ამ წლების განმავლობაში დონბასში არავის უნახავს. მთავარი ხომ მკითხველისთვის იმგვარი „გაუბუნდოვანებელი“ სურათის თავს მოხვევაა, რომელიც ეჭვებსა და ორმაგ განმარტებებს არ უშვებს. ამისათვის კი ჩეხური ტელევიზიების ეთერებში, შირის აზრით, მხოლოდ „წორი“ ექსპერტების მოწვევაა საჭირო, რომლებიც თავს უფლებას არ აძლევენ, ეჭვი შეიტანონ „რუსული რეჟიმის მიერ ნავალნის მოწამვლით დაინტერესებაში და ასევე იმაშიც, რომ ეს „ბოვიჩოკის“ მეშვეობით მოხდა“.

უთუ შრი და მისი მსგავსი ექსპერტები ვერ ხვდებიან, რომ ნებისმიერი ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც ყველა გაზეთში მოძებნის ცნობას რუსი „ოკუპანტებისა“ თუ „მომწამვლელი პუტინის“ შესახებ, ადრე თუ გვიან შეეცდება, ამ სენსაციური „ფაქტების“ მტკიცებულებებიც მოძებნოს. და როდესაც გაზეთებში ვერაფერს იპოვის, აუცილებლად მიმართავს ალტერნატიულ წყაროებს. სწორედ ამით აიხსნება კიდეც ის, რომ რუსული მედიასაშუალებები სულ უფრო პოპულარული ხდება ევროპაში. ისინი საშუალებას იძლევა, სულ ცოტა, სხვადასხვა მხრიდან შეხედონ ამა თუ იმ პრობლემას და საკუთარი დასკვნებიც გააკეთონ. ამის ეშინიათ დასავლელ ექსპერტებს, რომლებიც შეპყრობილები არიან რუსეთტან ბრძოლითა და ევროპის შიგნით განსხვავებული აზრის წმენდით.

ასეთი შეპყრობილობის კიდევ ერთი ახალი მაგალითია ამ კვირაში გამართული ადგილობრივი არცევნები იტალიის რამდენიმე რეგიონში. ოპოზიციური „ლიგის“ გამარჯვების პერსპექტივით დაშინებულმა მეინსტრიმულ,ა მედიამ ტრადიციულად „წითელ“ ტოსკანაში ისევ ააფრიალეს ანტირუსული კარტი, გაიხსენეს რა უკვე ხავსმოკიდებული ისტორია „რუსეთიდან დაფინანსების“ შესახებ. მთავარი „მტკიცებულება“ — ელექტრონული ფირმის რომელიღაც მფლობელს, რომელიც ოდესღაც კავშირში იყო „ლიგასთან“, რუსი ცოლი ჰყავს... და რუსეთში ფულს ურიცხავდა მას.

„ლიგის“ ლიდერის, სალვინის განცხადებები, რომ მას ამ წლების განმავლობაში ვერავინ აღმოუჩინა „ვერც რუბლი და ვერც მატრიოშკა“, საერთოდ არ აინტერესებთ ლიბერალურ იტალიურ მედიასაშუალებებსა და ბრიუსელელ პოლიტიკოსებს. ევროპელი ლიბერალების ერთ–ერთმა მთავარმა რუპორმა გი ვერხოფსტადტმა ევროპარლამენტის დარბაზში საჯაროდ დაადანაშაულა სალვინი „პუტინისგან ფულის მიღებაში“.

ამაში არის კიდეც „ბრალდებების“ არსი შიდა ოპოზიციის წინააღმდეგ — მნიშვნელობა არ აქვს, მართლაც არის თუ არა ის პრორუსული, აქვს თუ არა რაიმე ტიპის კავშირი მოსკოვთან. მთავარია, მოაკეტინონ მას. და რისი პასუხი შეუძლია ოპონენტს, თუ მას პირდაპირ მიახლი, რომ მის მომხრეთაგან ვიღაცას რუსი ცოლი ჰყავს ამ თაროზე მატრიოშკა უდევს? ეს მეთოდი დიდ ხნის წინ გამოიცადა ევროპის მტელ რიგ ქვეყნებში.

ამაშია ღია მუქარების აზრი, რომლებიც ოპონენტების მიმართ გაისმა ევროპის „რკინის ლედის“, ურსულა ფონ დერ ლიაიენის ბაგეთაგან. ცივი ომი შეუძლებელია „ალქაჯებზე ნადირობის“ გარეშე. ამ ომის დროს ევროპა ტყვეების აყვანას არ აპირებს — ის ყველა იმის ტოტალური წმენდით იმუქრება, ვისაც ის თავის „მეხუთე კოლონად“ გამოაცხადებს.  და ეს მხოლოდ დასაწყილია.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

0