წეროსხევის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რეაბილიტაცია

გორთან წეროსხევის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

115
(განახლებულია 15:33 31.08.2019)
პროექტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ ფინანსური უზრუნველყოფით ხორციელდება

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. გორის მუნიციპალიტეტში, წეროსხევის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, პროექტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ ფინანსური უზრუნველყოფით ხორციელდება.

„ტაძრის აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის ფასადების დაზიანებული ფრაგმენტები  ნიჩბისის ახლადმოჭრილი ქვებით შეიმოსა, რომლებიც ადგილმდებარე საბადოს ერთ-ერთ კარიერზე იქნა მოპოვებული და დამუშავებული.  ამავე ქვით მოპირკეთდა გუმბათის ყელი და  ეკლესიის კარნიზები. გადახურვის კონსტრუქციაზე მოჭიმული კირხსნარის პოლიმერული იზოლაციის ფენაზე ქვედა დონის სახურავები შეიმოსა ხის ფენილით, სადაც უახლოეს მომავალში ავთენტური ფორმის კრამიტის მოწყობის პროცესი დაიწყება”, - ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ქართული აგურით აღდგა ეკლესიის კანკელი, რომელიც კირხსნარით შეილესა.

ტაძრის რესტავრაციას კომპანია „აბა ჯგუფი“ ახორციელებს.

წეროსხევის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა და, სავარაუდოდ, განვითარებული ფეოდალური ხანით თარიღდება.

115
თემები:
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (78)
ქართული ყველი

თბილისში დღეს ყველის ფესტივალი ჩატარდება

46
(განახლებულია 11:01 25.07.2021)
ყველაზე გემრიელი და ახალი ყველი, ასევე პერფორმანსები და მუსიკა - დედაქალაქის მთაწმინდის პარკი ყველას გემრიელ ფესტივალზე ეპატიჟება.

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. მთაწმინდის პარკი დღეს, 25 ივლისს ქართული ყველის ყოველწლიურ ფესტივალს უმასპინძლებს, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფესტივალი 15:00 საათზე დაიწყება და 21:00 საათამდე გაგრძელდება.

მთაწმინდის პარკის მთავარ მოედანზე სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა დააგემოვნონ სხვადასხვა სახეობის ყველი, რომელიც გამოცდილი მეყველეების და ყველის კომპანიების მიერ არის წარმოდგენილი. ფესტივალზე 40-მდე მონაწილე იქნება წარმოდგენილი.

ფესტივალზე ასევე დაგეგმილია საინტერესო პერფორმანსები, დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საქართველოში ყველის წარმოება 8 ათას წელს ითვლის. საქართველოში ოფიციალურად ყველის 14 სახეობაა დარეგისტრირებული: დამბალხაჭო, ჩოგი, ტენილი ყველი, კალტი, კობი, აჭარული ჩეჩილი, მესხური ჩეჩილი, სულგუნი, მეგრული სულგუნი, სვანური სულგუნი, გუდის ყველი, თუშური გუდა, იმერული და ქართული.

46
ოპერისა და ბალეტის თეატრი

თბილისის ოპერის თეატრი ზაქარია ფალიაშვილის 150 წლისთავს აღნიშნავს

55
(განახლებულია 20:13 23.07.2021)
თეატრი კომპოზიტორის იუბილეს, რომლის სახელსაც ატარებს, შესანიშნავი კონცერტით აღნიშნავს, სადაც დიდი ქართველი მუსიკოსის ნაწარმოებები აჟღერდება.

თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი დიდი ქართველი კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის 150 წლისთავს კონცერტით აღნიშნავს.

თეატრის სცენაზე 23 ივლისს აჟღერდება ფრაგმენტები ფალიაშვილის ოპერებიდან „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“ და „ლატავრა“. საღამოში მონაწილეობენ ეროვნული ბალეტი „სუხიშვილები“, ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი და ორკესტრი. საგუნდო დირიჟორია ავთანდილ ჩხენკელი.

ზაქარია ფალიაშვილი (1871–1933) – კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი, ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებელი.

ფალიაშვილის შემოქმედება ქართული ეროვნული კულტურის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარია. ფალიაშვილის საუკეთესი ქმნილებებით ქართველმა ხალხმა თავისი წვლილი შეიტანა მსოფლიო მუსიკის კულტურის საგანძურში. თავისი შემოქმედება ფალიაშვილმა ააგო ქართული ხალხური მუსიკისა და მსოფლიო კლასიკური მუსიკის ტრადიციების სინთეზის საფუძველზე. ფალიაშვილმა შექმნა ეროვნული სტილის კლასიკური ნიმუშები.

კომპოზიტორის მემკვიდრეობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ოპერებს. მის კალამს ეკუთვნის მონუმენტური ოპერა-ტრაგედია „აბესალომ და ეთერი“, ლირიკულ-დრამატული „დაისი“, გმირულ-პატრიოტული „ლატავრა“. ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერი“ ქართული ეროვნული კულტურის ერთ-ერთი მწვერვალია. ის და ოპერა „დაისი“ საქართველოს გარდა უცხოეთის არაერთ სცენაზე დაიდგა.

55
თემები:
საქართველო და კულტურა
ექიმები

კომპენსაცია გმირ ექიმებს - პარლამენტში კანონპროექტზე მუშაობა დაიწყეს

0
პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსს ასზე მეტი ექიმი შეეწირა, პაციენტების გადარჩენისას მედპერსონალის 33%-მა გადაიტანა COVID-19 - მათი თავდადებული შრომა უნდა დაფასდეს

თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. სამედიცინო პერსონალის გარდაცვალების, ან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიღების დროს საკომპენსაციო განაკვეთების და გაცემის პირობების განმსაზღვრელ კანონპროექტზე პარლამენტში შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფი იმუშავებს.

სამუშაო ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა ორშაბათს გამართულ სხდომაზე მიიღო.

საკანონმდებლო ინიციატივა ეკუთვნის მოძრაობას „სამართლიანი მედიცინა“.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, პანდემიის დროს მედპერსონალს საკმაოდ მაღალი რისკის ზონაში უწევს მუშაობა და აღნიშნული საკითხის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირება ნამდვილად სამართლიანი იქნება.

„ამდაგვარი საკანონმდებლო ცვლილებები ჩვენ მივიღეთ მაშველებთან, მეხანძრეებთან, პოლიციელებთან მიმართებაში. როგორც ინფორმაცია მაქვს, საგანგებო სამსახურის მიერ ასეთი ფაქტების დროს კომპენსაციები გაიცა, მაგრამ საკანონმდებლო დონეზე, ასეთი ჩარჩო არ არსებობს, როგოც სხვა შემთხვევებში და ლოგიკა არის იმაში, რომ მედპერსონალთან დაკავშირებითაც მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ხუნდაძემ.

მისი თქმით, საკანონმდებლო წინადადება კარგია, მაგრამ უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც მის საკანონმდებლო გაფორმებაზე იმუშავებს. ხუნდაძის თქმით, ამ პროცესში ჩაერთვება ყველა კომპეტენტური უწყება - ჯანდაცვის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო და სხვა სტრუქტურები.

დიმიტრი ხუნდაძემ კანონპროექტზე მუშაობაში ჩართვისკენ ოპოზიციასაც მოუწოდა.

„ეს არის ზეპარტიული და აპოლიტიკური თემა, ამიტომ ყველამ ერთად ვეცადოთ, რომ სწორი, სამართლიანი და, მე ფიქრობ, აუცილებელი და დროული გადაწყვეტილებაც მივიღოთ“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

პანდემიის დაწყებიდან საქართველოში კორონავირუსის გამო ასზე მეტი ექიმი გარდაიცვალა, ხოლო 33% დაინფიცირდა.

0