Tbilisi Photo Festival 2019

ფოტოფესტივალი, რომელიც თანამედროვე სამყაროს პრობლემებზე დაგაფიქრებთ

56
(განახლებულია 21:43 30.08.2019)
ფესტივალის ყველაზე ლამაზი და სასიამოვნო ღონისძიება „ფოტოგრაფიის ღამეა“

თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik.  თბილისში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან პროფესიონალი ფოტოგრაფები, ასევე ფოტოხელოვნების მოყვარულები  12–21 სექტემბრის პერიოდში Tbilisi Photo Festival 2019–ში მონაწილეობის მისაღებად შეიკრიბებიან, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში. 

ფოტოფესტივალი ამერიკელი ფოტოგრაფის Nancy 'Nan' Goldin–ის ფოტოგამოფენით გაიხსნება. ექსპოზიციაში სახელწოდებით „ბალადა სექსუალურ დამოკიდებულებაზე“ შესულია ნამუშევრები, რომელიც ავტორმა 1879 – 1985 წლების პერიოდში შექმნა.

ღონისძიების ძირითადი ნაწილი სხვადასხვა ლოკაციებზე პარალელურად გაიმართება: სასტუმრო Stamba–სა და Rooms–ში, მთაწმინდის პარკში, ასევე გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში.

ფესტივალის ორგანიზატორებმა ექსპოზიციის თემატურ მრავალფეროვნებაზეც იზრუნეს. ავტორები ეხებიან გენდერის, ეკოლოგიის, ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობის, მიგრაციის, თანამედროვე საზოგადოების პოლიტიკური და სოციალური პრობლემების საკითხებს.

ფესტივალის ყველაზე ლამაზი ღონისძიება „ფოტოგრაფიის“ ღამე წელს 14 სექტემბერს გაიხსნება და მუშტაიდის ბაღი უმასპინძლებს. „ფოტოგრაფიის ღამე“ მეათედ ტარდება. გამოფენაზე ახალგაზრდა ავტორების 300–ზე მეტი ნამუშევარი გამოიფინება. ავტორებმა საკუთარი ნამუშევრები მიუძღვნეს 2019 წლის მნიშვნელოვან მოვლენებს – როგორც პოლიტიკურ, ისე სოციალურ სფეროში.

ფოტოების გარდა, ორგანიზატორები სტუმრებს ქართველი მუსიკოსის Kordz–ის (ალექსანდრე კორძაია) შესრულებით ცოცხალ ელექტრონულ მუსიკას სთავაზობენ. ფესტივალის სტუმრები ასევე მოისმენენ  ირაკლი ბათაძის ლექციას მუშტაიდის პარკის ისტორიის შესახებ.

„თბილისის ფოტოფესტივალი“ პირველად 2010 წელს ჩატარდა საქვეყნოდ ცნობილი ფოტოფესტივალის Les Rencontres d'Arles-ის ორგანიზატორებთან პარტნიორობით. ფესტივალი შეხვედრის ცენტრალური ადგილია აზიის, ირანის, თურქეთის, ევროპის, რუსეთის და არაბეთის სამყაროს ფოტოგრაფებისთვის 

56
თემები:
საქართველო და კულტურა (433)