Netflix-ის სერიალ „ქაღალდის სახლის“ ვარსკვლავი თბილისში ჩამოდის

© photo: Gift Festival / FBესპანელი მსახიობი ჰაიმე ლორენტე
ესპანელი მსახიობი ჰაიმე ლორენტე - Sputnik საქართველო
გამოწერა

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. პოპულარული ესპანელი მსახიობი ხაიმე ლორენტე თბილისში გამართულ თეატრალურ ფესტივალ „საჩუქარში“ მიიღებს მონაწილეობას, ნათქვამია ფესტივალის სოციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფესტივალის ფარგლებში რუსთაველის თეატრის სცენაზე 23 ოქტომბერს ხაიმე ლორენტე ითამაშებს კარლოტა ფერერის სპექტაკლში „ეს არ არის ბერნარდა ალბას სახლი“.

ესპანელი მსახიობი მაყურებელმა გაიცნო ესპანური კრიმინალური დრამიდან „ქაღალდის სახლი“ (La casa de papel/ინგლისურენოვანი აუდიტორიისთვის: Money Heist), რომელიც მსოფლიოს Netflix-მა გააცნო. ის გამოსვლიდან მალევე იქცა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ არაინგლისურენოვან სერიალად, რომელიც მილიონობით ადამიანმა ნახა. „ქაღალდის სახლზე“ ალაპარაკდა მთელი მსოფლიო, მათ შორის ქართული აუდიტორიაც.

ბათუმის თეატრი - Sputnik საქართველო
გრანდიოზული პროექტი: ბათუმი თეატრალურ ფესტივალს უმასპინლებს

პირველი ორი სეზონის უდიდესი წარმატების შემდეგ მასში მონაწილე მსახიობების პოპულარობაც არნახული მასშტაბებით გაიზარდა. უმეტესად ესპანელ მსახიობებს, რომლებმაც ყველას საყვარელი გმირები განასახიერეს და რომელთა სახელებიც მხოლოდ ადგილობრივი მასშტაბებით იყო ცნობილი, დღეს მსოფლიოს ყველა კუთხეში იცნობენ.

22-ე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „საჩუქარი“ თბილისში 19 ოქტომბერს გაიხსნება. წელს ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ თეატრალური დასები საქართველოდან, უკრაინიდან, ფინეთიდან, საფრანგეთიდან.

ყველა ახალი ამბავი
0