თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ეზოში 30 სექტემბერს, 20:00 საათზე ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტი გაიმართება, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
ღონისძიებაზე ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები შესრულდება. ფოლკლორის ცენტრის გალერეაში ასევე 30 სექტემბრის ჩათვლით წარმოდგენილი იქნება ფოტოები, ტრადიციული სამოსის ნიმუშები, სამუზეუმო ექსპონატები, ნაქარგობები, მინანქარში შესრულებული საქართველოს სხვადასხვა კუთხის სამოსისა და თექის ნიმუშები.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
აღნიშნული კამპანია საქართველოში ტურიზმის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
ანსამბლი „ერისიონი" 1885 წელს დაარსდა. დღეისთვის იგი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მსოფლიო პროექტია „ეთნოს" სტილში.