ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების მუსიკის საღამო შეკვეთილში: დამატებითი მატარებელი მოყვარულებს

© photo : Neka Sebiskveradze / FBბლექ სი არენაზე ჯანსუღ კახიძის სიმღერების კონცერტი გაიმართება
ბლექ სი არენაზე ჯანსუღ კახიძის სიმღერების კონცერტი გაიმართება - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ანსამბლი „რუსთავი“, ვახტანგ კახიძე, ნატო კახიძე, ნეკა სებისკვერაძე, მაკა ზამბახიძე, გიორგი სუხიტაშვილი და გოგა მესხი.

თბილისი, 17 აგვისტო - Sputnik. Black Sea Arena-ს სცენა შეკვეთილში დღეს ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების სიმღერების საღამოს უმასპინძლებს.

კონცერტის პირველ განყოფილებაში წარმოდგენილი იქნება ჯანსუღ კახიძის ყველა დროის გამორჩეული სიმღერები, მეორე ნაწილში კი  – კომპოზიტორ ვახტანგ კახიძის მუსიკა კინოსა და თეატრისათვის; ასევე მის მიერ შექმნილი ჯაზ-ფოლკ კომპოზიციები.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ანსამბლი „რუსთავი“, ვახტანგ კახიძე, ნატო კახიძე, ნეკა სებისკვერაძე, მაკა ზამბახიძე, გიორგი სუხიტაშვილი და გოგა მესხი.

© Facebook / Neka Sebiskveradzeბლექ სი არენაზე ჯანსუღ კახიძის სიმღერების კონცერტი გაიმართება
ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების მუსიკის საღამო შეკვეთილში: დამატებითი მატარებელი მოყვარულებს - Sputnik საქართველო
ბლექ სი არენაზე ჯანსუღ კახიძის სიმღერების კონცერტი გაიმართება

ბილეთის ფასი 20 ლარიდან 80 ლარამდე მერყეობს.

საღამოზე დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი დაინიშნა, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და „ბლექ სი არენას“ ბაქანზე გაჩერდება.

მატარებელი იმოძრავებს შემდეგი განრიგით: 17 აგვისტოს თბილისი-„ბლექ სი არენა“ - ბათუმი. გასვლა - 12:40 სთ.

გამოსვლა 17 აგვისტოს ბათუმი – 23:50 სთ, ჩამოსვლა – „ბლექ სი არენა“ – 00:38 სთ; ჩამოსვლა – თბილისი – 05:15 სთ.

 

ყველა ახალი ამბავი
0