მშვენიერი რაჭა და კინო: რაჭველები საუკეთესო დოკუმენტურ ფილმებს იხილავენ

გამოწერა
კინოჩვენებები რაჭის ქალაქებსა და სოფლებში უფასო იქნება

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. დოკუმენტური კინოს მინიფესტივალი ულამაზეს რაჭაში 20-დან 23 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. მის სეანსებზე ადგილობრივი კინომანები კინემატოგრაფის ქართულ და მსოფლიო სიახლეებს იხილავენ, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

პროექტი Racha mini festival პირველად ტარდება. ის ხორციელდება დოკუმენტურის კინოს საერთაშორისო კინოფესტივალის CinéDOC-Tbilisi პროგრამის CinéDOC-On Tour ფარგლებში.

ოსკარი - Sputnik საქართველო
რომელი ქართული ფილმი იბრძოლებს „ოსკარისთვის"?

CinéDOC - პირველი და მეტნაკლებად მასშტაბური ფესტივალია სამხრეთ კავკასიაში, რომელიც მიმართულია დოკუმენტური კინოს პოპულარიზებისკენ. პირველი ფესტივალი 2013 წელს გაიმართა. კონოფორუმზე, ტრადიციულად, წარმოდგენილია საქართველოს, რუსეთის, ევროპის, სამხრეთ კავკასიის, აშშ-ის ინდოეთის უკრაინის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების რეჟისორების დოკუმენტური კინოფილმები.

Racha mini festival-ის ფილმების ჩვენებები დაგეგმილია ონში, ამბროლაურსა და ღებში.

მაყურებელი ნახავს ფილმებს: მარი გულბიანის „სანამ მამა დაბრუნდება", შვედი რეჟისორის ანა ებორნის „დნესტრისპირეთი", ჩეხი რეჟისორის კატერინა კარხანკოვას „ღრუბლების ხილი" და სხვა.

ქართული „კომეტების" მსოფლიო ასპარეზი ტორონტოდან დაიწყება>>

კინოსეანსების შემდეგ დაგეგმილია ღია დისკუსიები.

დეტალური პროგრამა იხილეთ აქ. სეანსებზე დასწრება თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0