ცნობილი დიჯეი Worakls და ბორის ბრეჟა თბილისში კონცერტს გამართავენ

© Photo: Boris Brejcha Official / FBBoris Brejcha
Boris Brejcha - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მელომანები ელექტრონული და სიმფონიური მუსიკის მოულოდნელ მიქსს მოისმენენ

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ცნობილი დიჯეები - ფრანგი მუსიკოსი Worakls და გერმანელი ტექნო-დიჯეი და პროდიუსერი ბორის ბრეჟა (Boris Brejchа) გამოვლენ შემოდგომის ელექტრონული მუსიკის ორდღიან ფესტივალზე Fall Set, რომელიც 2019 წლის 5 ოქტომბერსა და 2 ნოემბერს ჩატარდება, იუწყებიან ორგანიზატორები.

Fall Set თბილისში 2013 წლიდან იმართება. ფესტივალი ქართველ მსმენელს აქტიურად აცნობს ელექტრონული მუსიკის ყველაზე გამორჩეულ სახელებს. წელს კონცერტები დედაქალაქის ღამის კლუბში TBA – Tbilisi გაიმართება.

ბახმარო - Sputnik საქართველო
დაემშვიდობე ზაფხულის მზეს: ბახმარო ელექტრონული მუსიკის ფესტივალს უმასპინძლებს

ლეიბლის Hungry Music-ის დამფუძნებელი, დიჯეი Worakls 5 ოქტომბერს თავისი ახალი ალბომის Orchestra მხარდასაჭერად გამოვა. ეს მისი პირველი სტუდიური ალბომია, რომელიც კლასიკური და ელექტრონული მუსიკის მიქსისგან შედგება.

Worakls რამდენიმე კომპოზიციას ქართველი მსმენელისთვის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით შეასრულებს. ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ფრანგი შემსრულებელი ერთ სცენაზე საფრანგეთისა და საქართველოს სიმფონიური ორკესტრების მუსიკოსებს გააერთიანებს.

ფრანგი დიჯეის გამოსვლამდე 5 ოქტომბერს მსმენელის წინაშე წარდგებიან ფრანგი მუსიკოსი Joachim Pastor, ქართული დუეტი DJ Duos Endorphins და სხვები.

ქობულეთში ელექტრონული მუსიკის რეგიონალური ფესტივალი გაიმართა>>

ფესტივალის მეორე ნაწილი 2 ნოემბერს ბორის ბრეჟას კონცერტი იქნება. ის თავის მუსიკას High-tech minimal-ის სტილს მიაკუთვნებს. ბრეჟას ოთხი ალბომი აქვს გამოშვებული, არის 20 სინგლისა და ათეულობით რემიქსის ავტორი. მისი თითოეული კონცერტი მუსიკალური სეზონის კაშკაშა მოვლენაა. ბრეიჩი, ტრადიციულად, საქართველოში გამოვა საკარნავალო ნიღბით, რომელიც მისი სცენური სახის განუყოფელი ნაწილია.

ბრეჟას კონცერტის დაწყებამდე სცენაზე გამოვლენ ქართველი შემსრულებლები ზიად ალიევი და DJ Duos Endorphins.

ყველა ახალი ამბავი
0