ჯარედ ლეტო

სცენაზე საქართველოს დროშით - ჯარედ ლეტომ პუბლიკა მოხიბლა

90
(განახლებულია 16:56 14.08.2019)
Thirty Seconds to Mars-ის კონცერტი შეკვეთილის საკონცერტო დარბაზის ისტორიაში ნამდვილი მარგალიტი გახდა.

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. მსოფლიოში ცნობილი როკ-ჯგუფი Thirty Seconds to Mars-ის პირველ კონცერტი საქართველოში სრული ანშლაგით ჩატარდა.

Black See Arena -ს საკონცერტო დარბაზის სცენაზე ჯგუფის ფრონტმენი ჯარედ ლეტო საქართველოს დროშით გამოვიდა და განაცხადა, რომ საქართველოს ჯერ კიდევ ათი წლის წინ უნდა წვეოდა.

Thirty Seconds to Mars-ის კონცერტი შეკვეთილის საკონცერტო დარბაზის ისტორიაში ნამდვილი მარგალიტი გახდა.

კონცერტს განსაკუთრებულობა შემატა იმანაც, რომ მუსიკოსებმა ორგანიზატორებს სცენის გაფართოება სთხოვეს, რის შედეგადაც, მაყურებელს საშუალება მიეცა მუსიკოსებთან ერთად ემღერათ და ეცეკვათ.

ჯგუფი Thirty Seconds to Mars ძმებ ჯარედ და შენონ ლეტოებმა ლოს-ანჯესესში, 1998 წელს დააარსეს. ჯგუფი მუსიკას ალტერნატიული როკის სტილში ასრულებს.

როკ-ბენდის შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონია ისეთმა ვარსკვლავურმა ჯგუფებმა და შემსრულებლებმა, როგორებიც არიან Pink Floyd, Led Zeppelin, Nine Inch Nails, The Cure, Depeche Mode, Joy Division და Nirvana.

ჯარედ ლეტოს ხშირად უყვარს გამეორება: „Thirty Seconds To Mars — ეს არის Pink Floyd-ის გრანდიოზულობა Sex Pistols -ის ენერგიაში".

90
თემები:
საქართველო და კულტურა (857)
ნინო ჩხეიძე, კახი კავსაძე და გოვენ ჭეიშვილი გოდერძი ჩოხელის ფილმში მიჯაჭვული რაინდები

ქართველი მსახიობი გოვენ ჭეიშვილი გარდაიცვალა

78
ის შესანიშნავად მღეროდა და ასრულებდა როლებს სპექტაკლებში დედაქალაქისა და რეგიონების სხვადასხვა სცენაზე, ტელემაყურებელს კი თავი დაამახსოვრა კინოფილმებში - „რეკორდსა“ და „მიჯაჭვულ რაინდებში“ შესრულებული როლებით.

თბილისი, 8 ივლისი - Sputnik. 80 წლის ასაკში გარდაიცვალა კინოსა და თეატრის შესანიშნავი ქართველი მსახიობი გოვენ ჭეიშვილი.

ჭეიშვილმა სახელი გაითქვა როლებით ფილმებში - „რეკორდი“, „სამოთხის ჩიტები“, „მიჯაჭვული რაინდები“, „ნეილონის ნაძვის ხე“, „ჩვენი ბავშვობის დრო“, „ლომა“, ოქროს ფეხი“, „ბოშები“ და „ჩემი ბედნიერი ოჯახი“.

მსახიობი 1940 წელს ქუთაისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელმწიფო  თეატრალური ინსტიტუტის მუსიკალური განყოფილება და პუშკინის ინსტიტუტის პედაგოგიური ფაკულტეტი.

თამაშობდა მარჯანიშვილის დრამატული თეატრისა და აბაშიძის სახ. მუსკომედიის თეატრის სცენებზე, წარმატებით გამოდიოდა ესტრადაზეც. 1996 წლიდან ჭეიშვილი ქუთაისის მესხიშვილის სახელმწიფო თეატრის მსახიობი იყო.

მსახიობის გარდაცვალების გამო მის ოჯახს მიუსამძიმრა იმერეთის რეგიონის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ.

„ქართულმა ხელოვნებამ კიდევ ერთი განუმეორებელი მსახიობი დაკარგა, საქართველოს დამსახურებული არტისტი, კინოსა და თეატრის მსახიობი გოვენ ჭეიშვილი ("ხუტა უფროსი") იყო არა მარტო ნიჭიერი მსახიობი, არამედ ღირსეული ადამიანი, რომლის წასვლა დანაკლისი იქნება განურჩევლად ყველასთვის, ვინც პირადად იცნობდა და ვისაც მის მიერ შესრულებული როლები მოსწონდა და უყვარდა, ის დააკლდება ჩვენს იმერეთს, ქუთაისს, როგორც ძალიან კარგი ადამიანი და თავისი საქმის პროფესიონალი“, - წერს გუბერნატორი თავის Facebook-გვერდზე.

გოვენ ჭეიშვილთან დამშვიდობების ცერემონია ქუთაისის წმინდა სამების ტაძარში 9 ივლისს გაიმართება.

78
თემები:
საქართველო და კულტურა (857)
კადრი დეა კულუმბეგაშვილის ქართული ფილმიდან „დასაწყისი“

„დასაწყისი“ ესპანეთში ქართული ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართება

64
(განახლებულია 22:47 08.07.2020)
როგორც კანის კინოფესტივალისთვის ოფიციალურად შერჩეულ სხვა ფილმებს, ქართულ სურათსაც მსოფლიოს მოწინავე კინოფესტივალებზე აჩვენებენ.

თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. რეჟისორ დეა კულუმბეგაშვილის ქართული ფილმის „დასაწყისის“ მსოფლიო პრემიერა 18-26 სექტემბერს სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ესპანეთში გაიმართება. ფილმი უკვე შესულია კანის კინოფესტივალის ოფიციალურ პროგრამაში.

როგორც საქართველოს კინემატოგრაფისტთა ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, კანის კინოფესტივალისთვის ოფიციალურად შერჩეული ფილმები ტრადიციისამებრ განაწილდება ტორონტოს, ნიუ-იორკის, ვენეციის, პუსანისა და ლუმიერის კინოფესტივალებზე.

ესპანეთში ფილმი „დასაწყისი“ იბრძოლებს მთავარი პრიზის – „ოქროს ნიჟარისთვის“.

ქართველი რეჟისორის ნამუშევართან ერთად ჯილდოს მოპოვებას შეეცდება კიდევ ხუთი ფილმი. ესენია ლიტველი რეჟისორ შარუნას ბარტასის ფილმი „ბინდში“, ფრანსუა ოზონის ფილმი „ზაფხული 85“, იაპონელი რეჟისორების - ნაომი კავასეს „ნამდვილი დედები“ და ტაკუმა სატოს „არიან აქ მტირალი ბავშვები?“, ასევე დანიელი ტომას ვინტერბერგის „კიდევ ერთხელ“.

ფესტივალის სრული პროგრამა მომდევნო კვირას გამოქვეყნდება, ჩვენებას კი გახსნის ამერიკული კინოს კლასიკოსის ვუდი ალენის ახალი ფილმი.

რაზეა ფილმი „დასაწყისი“

ფილმი „დასაწყისი“ საქართველოსა და საფრანგეთის ერთობლივი ნამუშევარია. მოგვითხრობს იეღოვას მოწმეების ჯგუფის ისტორიას, რომელიც მიყრუებულ პროვინციულ ქალაქში ექსტრემისტული დაჯგუფების მხრიდან თავდასხმების მსხვერპლი ხდება. იანა იეღოვას მოწმის ცოლია. მისთვის ნაცნობი სამყარო ამ კონფლიქტის პარალელურად ნგრევას იწყებს. იანას შინაგანი უკმაყოფილება იზრდება, როდესაც ის საკუთარი სურვილების ანალიზს იწყებს.

ფილმში როლებს ასრულებენ ია სუხიტაშვილი, კახა კინწურაშვილი და ლაშა ონელი.

დეა კულუმბეგაშვილის ფილმი კანის კინოფესტივალში უკვე მესამედ მონაწილეობს.

2014 წელს რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარი „უხილავი სივრცეები“ მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში იყო წარმოდგენილი, 2016 წელს დეა კულუმბეგაშვილის სხვა მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ლეტა“ რეჟისორის კვირეულის სექციაში აჩვენეს.

64
თემები:
ქართული კინო
სავსე მთვარე

როგორ მოქმედებს ყველაზე მისტიკური ფაზა - სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე

0
(განახლებულია 15:31 07.07.2020)
მთვარის ფაზები ადამიანებზე მათი დაბადების თარიღის მიხედვით ახდენს გავლენას. რაში გამოიხატება ეს გავლენა და როგორ უნდა მოიქცეს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი თვის ყველაზე მისტიკურ პერიოდში, რათა ცხოვრებაში წარმატება მოიზიდოს

მთვარე სხვა პლანეტებთან შედარებით ყველაზე ძლიერ გავლენას ახდენს ადამიანებზე.

არსებობს მთვარის ოთხი ძირითადი ფაზა - ახალმთვარეობა, სავსემთვარეობა, ზრდის ფაზა და კლების ფაზა. თითოეულ ფაზას თავისი ენერგეტიკა აქვს. ოთხივე ფაზა ძალზე მნიშვნელოვანია, თითოეული თავისებურად კარგია და თავისებურად - საშიში, ამიტომ ამ ფაზების შესახებ ყველაფერი უნდა ვიცოდეთ.

ერთგვარ კულმინაციებს წარმოადგენს ახალმთვარეობა და სავსემთვარეობა. ამჯერად წარმოგიდგენთ სავსემთვარეობის გავლენას ზოდიაქოს ნიშნებზე.

ვერძი

ვერძებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მისი დამსახურებები აღიარონ. სავსემთვარეობა იდეალური დროა დიდი პროექტების დასასრულებლად, გარშემომყოფები ამას დააფასებენ.

კურო

სავსემთვარეობა კუროებისთვის კარგი დროა იმისთვის, რომ თვე შეაჯამოთ. დაფიქრდით, რომელ საქმეებში გაამართლა თქვენმა ძალისხმევამ და შემდეგ გაინებივრეთ და დააჯილდოეთ თავი რამე სასიამოვნოთი.

ტყუპი

სცადეთ და რამე ახალი აითვისეთ, იქნება ეს სამუშაო უნარები თუ ჰობი. სავსე მთვარე დაგეხმარებათ იმ საქმის მოძებნაში, რომელიც გულწრფელად მოგიტანთ სიამოვნებას, კმაყოფილებას და, შესაძლოა, მოგებასაც.

კირჩხიბი

სავსემთვარეობის ენერგია კირჩხიბებს გაძლევთ საშუალებას, რომ თავი უფრო მეტად ალტრუისტად და გულუხვად იგრძნოთ. ეს იდეალური დროა მეგობრების, ახლობლებისა და უცნობების დასახმარებლადაც კი. უკან გაასმაგებული სიკეთე დაგიბრუნდებათ.

ლომი

სავსემთვარეობისას ლომების ენერგია პიკს აღწევს. მაგრამ სიფრთხილეა საჭირო: ხდებით ძალზე ემოციური და შეიძლება სპონტანური (ხანდახან გიჟურიც კი) გადაწყვეტილებები მიიღოთ. ეცადეთ, ყველაფერს ფხიზლად შეხედოთ, სხვაგვარად შემდეგი რამდენიმე დღე, შესაძლოა, იმედგაცრუებული იყოთ.

ქალწული

სავსემთვარეობის პერიოდში ქალწულების სურვილი, რომ ცხოვრება მოაწესრიგოთ, პიკს აღწევს. ეს მშვენიერი დროა, რომ განალაგოთ პრიორიტეტები, განსაზღვროთ უახლოესი პერიოდის ცხოვრებისეული ამოცანები.

სასწორი

ზოდიაქოს ბევრი ნიშნისთვის სავსე მთვარე - ეს ფანტაზიისა და შემოქმედებითი უნარების გახსნის დროა. ამ მხრივ გამონაკლისს არც სასწორები წარმოადგენენ. და თქვენთვის შემოქმედებითი ენერგიის გამოყენების საუკეთესო ხერხი არა ლექსების წერა და ხატვაა (თუმცა, არც ესაა გამორიცხული), არამედ არსებული პრობლემების გადაჭრის ახალი და არასტანდარტული გადაწყვეტილებების მოძებნაა.

მორიელი

მორიელები არ ხართ სენტიმენტალური ადამიანები, რომანტიკისადმი მიდრეკილი და ყველას მოსიყვარულე, მაგრამ სავსემთვარეობის დროს ეს გრძნობები წინა პლანზე გამოდის. თუ ელოდებით იდეალურ დროს, რომ საყვარელ ადამიანს რამე მნიშვნელოვანი უთხრათ, სწორედ რომ შესაფერისი დრო სავსე მთვარის პერიოდია.

მშვილდოსანი

მშვილდოსნების ცხოვრებით ტკბობის უნარი სავსე მთვარის პირობებში სრულიად ახალ დონეზე ადის. იწყებთ მძლავრი პოზიტიური ენერგიის გამოსხივებას, რომელიც მრავალ ადამიანს იზიდავს თქვენ გარშემო. ისღა დაგრჩენიათ, რომ ეს ყოველივე გამოიყენოთ.

თხის რქა

როგორც ცნობილია, თხის რქები იმდენად ხართ საკუთარ მიზანზე „ჩაციკლული", რომ მთლიანად ჩაეფლათ რუტინაში. სავსემთვარეობის დროს გაქვთ მოვლენების მსვლელობის შეცვლის შანსი. კარგი იქნება, თუ დროებით გვერდზე გადგებით და მიღწეულ შედეგებს გადახედავთ, შემდეგ მიულოცავთ საკუთარ თავს გამარჯვებებს და დამსახურებული უქმეებით ისიამოვნებთ.

მერწყული

სავსემთვარეობის დღეებში მერწყულებს საკუთარი მიღწევების აღიარების დიდი სურვილი გეძალებათ. ეს მშვენიერი დროა იმისთვის, რომ გარშემომყოფებს აჩვენოთ ყველაფერი, რასაც მიაღწიეთ და იამაყოთ საკუთარი თავით.

თევზები

სავსემთვარეობის პერიოდში თევზებში სხვა ადამიანებთან ემოციური კავშირის გრძნობა მატულობს. ხდებით უფრო კეთილი გარშემომყოფების მიმართ. მთავარია, გრძნობებთან დაკავშირებით არ "გადაამლაშოთ", რადგან, როგორც წესი, ნებისმიერი წვრილმანი ადვილად გწყინთ.

0