Thirty Seconds to Mars-ს ქართველ მაყურებელთან ახლოს ყოფნა სურს

© photo: Sputnik / Evgeniya Novozhenina / გადასვლა მედიაბანკშიThirty seconds to Mars-ის სოლისტი
Thirty seconds to Mars-ის სოლისტი  - Sputnik საქართველო
გამოწერა
Black See Arena-ს სცენა წინ გამოიწევა

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. საკულტო ამერიკული როკ-ჯგუფის Thirty Seconds to Mars მუსიკოსებს, საქართველოში გამოსვლისას, მაყურებელთან ახლოს ყოფნა სურს, იუწყებიან ორგანიზატორები.

ჯარედ ლეტო - Sputnik საქართველო
ჯარედ ლეტოს ჯგუფის კონცერტზე შეკვეთილში დამატებითი მატარებელი დაინიშნა

მუსიკოსებმა ორგანიზატორებს სცენის გაფართოება სთხოვეს. კონცერტის დროს სცენა უჩვეულოდ წინ გამოიწევა, რაც მსმენელს ნომრების მონაწილეობის, საყვარელ მუსიკოსებთან ერთად სიმღერისა და ცეკვის საშუალებას მისცემს.

როკ-ჯგუფი შეკვეთილში 13 აგვისტოს გამოვა. ამ დღეს თბილისი-ბათუმი-თბილისის დამატებითი მატარებელია დანიშნული, რომელიც Black Sea Arena-ს ბაქანზე გაჩერდება.

Thirty Seconds to Mars („ოცდაათი წამი მარსამდე") ძმებმა, ჯარედ და შენონ ლეტომ ლოს-ანჯელესში 1998 წელს დააარსეს. ისინი ალტერნატიულ როკს ასრულებენ.

ყველა ახალი ამბავი
0