თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. ევროპაში პოპულარული ქართული ეთნო-ჯაზ ბენდ „შინის"(The Shin) ვოკალისტი მამუკა ღაღანიძე გარდაიცვალა, იუწყება მუსიკოსის ახლო მეგობარი, ტელეწამყვანი მარინა სალუქვაძე.
„მამუკა ღაღანიძე აღარ გვყავს..." - დაწერა სალუქვაძემ საკუთარ Facebook-გვერდზე.
მუსიკოსის მეგობრების სიტყვებით, უეცარი სიკვდილის მიზეზი მელანომა გახდა.
„არ ვიცი... მამუკას გარდაცვალება დიდი ტკივილია. შეუდარებელი მუსიკოსი, შემსრულებელი, გამორჩეული იმპროვიზატორი. ვუთანაგრძნობ მის ოჯახს და ჯგუფ "შინს"|, - დაწერა ჯგუფ „ირიაოს" წევრმა მიშო ჯავახიშვილმა.
მამუკა ღაღანიძე „შინის" ერთ-ერთი დასამახსოვრებელი და ემოციური წევრი იყო. 1990-იანი წლების შუა პერიოდში მუსიკოსებმა საქართველო დატოვეს და გერმანიაში წავიდნენ. „შინს" ქართულ-გერმანულ ჯგუფსაც უწოდებენ. პუბლიკამ მუსიკოსები ქართული ფოლკლორის ელემენტებით ეთნო-ჯაზის სტილში შესრულებული კომპოზიციებითა და უსაზღვრო იმპროვიზაციის წყალობით შეიყვარა.
The Shin-ი, ჯაზ-მომღერალ მარიკო ებრალიძესთან ერთად, საქართველოს საერთაშორისო სიმღერის კონკურს "ვროვიზია 2014"-ზე სიმღერით Three Minutes To Earth წარადგენდა.