ეთნო-ჯაზ-ბენდი „ეგარი“

ეთნო-ჯაზ-ბენდი „ეგარი“ მაყურებლის წინაშე ცაგერში წარდგება

30
(განახლებულია 09:56 11.08.2019)
მუსიკალური ჯგუფის გამოსვლა სამთავრობო პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება

თბილისი, 11 აგვისტო − Sputnik. ქართული ეთნო-ჯაზ-ბენდი „ეგარი“, რომელიც თავის მუსიკაში აღმოსავლურ და დასავლურ მოტივებს აერთიანებს, ცაგერში მწვანე თეატრის სცენაზე 14 აგვისტოს წარდგება, ნათქვამია ჯგუფის Facebook-გვერდზე.

გამოსვლა სამთავრობო პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება. საღამოს დასაწყისი 21:00 საათზე. ბენდის გამოსვლა მუსიკის ყველა მოყვარულისთვის თავისუფალია.

ჯაზ-ბენდი „ეგარი“ 2009 წელს შეიქმნა. 2007 წლიდან მუსიკოსებმა, რომლებიც სხვადასხვა ჯგუფებში გამოდიოდნენ, ცნობილ ქართულ ჯგუფ „შინთან“ ერთობლივი პროექტი შექმნეს. შემსრულებლებმა საერთო მუსიკალური პროგრამით ათობით ევროპული ქალაქი მოიარეს.

2009 წლიდან „ეგარი“ სოლო კარიერას აგრძელებს. ორიგინალობას მას სძენს არამარტო შესრულებული მუსიკა, არამედ ნომრების წყობა. კომპოზიციებს ხშირად ახლავს საცეკვაო ელემენტები.

დავით სხირტლაძე შვილის დაბადებას ვერ მოესწრო >>

ჯგუფის შემადგენლობაში არიან ალეკო ხიზანიშვილი (ჩონგური, სალამური), პაატა გაბუნია (ბას-გიტარა, ვოკალი), ზვიად თოთიაური (დოლი, ვოკალი), ხვიჩა ხვთისიაშვილი (ფანდური), ჯაბა მარგველანი (ვოკალი, სინტეზატორი), ბონდო ცხვედიანი (ვოკალი), დიტო საკანდელიძე (პერკუსია).

30
თემები:
საქართველო და კულტურა (313)