ქართული „კომეტების" მსოფლიო ასპარეზი ტორონტოდან დაიწყება

გამოწერა
ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი ნაჩვენები იქნება ახალ საკონკურსო სექციაში „აღმოჩენა".

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ქართველი რეჟისორ თამარ შავგულიძის ფილმ „კომეტების" მსოფლიო პრემიერა ტორონტოს 44-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება, რომელიც 5-15 სექტემბრის პერიოდში გაიმართება.

როგორც საქართველოს კინემატოგრაფის ეროვნული ცენტრი იუწყება, სრულმეტრაჟიანი კინოფილმი ნაჩვენები იქნება ახალ საკონკურსო სექციაში „აღმოჩენები". რამდენადაც სექცია კონკურსზე პირველად წარდგება, მას განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ. ჟიური რეჟისორებთან შეხვედრებს და კითხვა-პასუხის რეჟიმში სესიებს გამართავს.

სარაევო - Sputnik საქართველო
„სარაევოს გული“ – ქართული ფილმები ფესტივალის ჯილდოსთვის იბრძოლებენ

ფილმი „კომეტები" საშუალო ასაკის ორი გმირის სიყვარულსა და მეგობრობაზეა, რომლებიც დიდი ხნის შემდეგ ერთმანეთს კვლავ ხვდებიან სახლში, სადაც თავიანთ საზაფხულო არდადეგებს ატარებდნენ. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ცნობილი ქართველი მსახიობები ნინო კასრაძე და ქეთი გეგეშიძე.

ფილმი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით გადაიღეს. თამარ შავგულიძემ წარმოადგინა ფილმის სცენარი, რომლის თავდაპირველი სახელწოდება იყო „ჩემი სახლი ტყესთანაა" და კონკურსში გაიმარჯვა. როგორც პროდიუსერმა თეკლა მაჭავარიანმა აღნიშნა, ფილმი შვიდ დღეში გადაიღეს.

თამარ შავგულიძე ქართველი რეჟისორი და სცენარისტია, რომელიც თბილისში 1980 წელს დაიბადა. 2002 წელს მან შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტის კინორეჟისურის ფაკულტეტი დაამთავრა. მუშაობდა ისეთ ფილმებზე, როგორიცაა „პირველი დღე", „საქართველოში დაბადებულნი", Tbilisi, I love you და სხვები.

ტორონტოს საერთაშორისო ფესტივალი 1976 წელს დაარსდა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა კინოსამყაროში.

ყველა ახალი ამბავი
0