სცენა ჰაერში და ცეკვები: თბილისის თეატრალური ფესტივალი მაყურებელს გააოცებს

© REUTERS / Mario Anzuoniაკრობატები
აკრობატები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთი თვის განმავლობაში მაყურებელი ქართველი და უცხოელი რეჟისორების დადგმებს ნახავენ

თბილისი, 8 აგვისტო  — Sputnik.  თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 23 სექტემბერს გაიხსნება და საკუთარ თავში რიგ თანამედროვე მულტიმედიურ დადგმებს მოიცავს, ნათქვამია ღონისძიების ოფიციალურ ვებ–გვერდზე.

წლევანდელი ფესტივალი, რომელიც უკვე მეთერთმეტედ  იმართება, საერთაშორისო პროგრამის მრავალფეროვნებით იქნება გამორჩეული. თბილისურ პუბლიკას საკუთარ სპექტაკლებს წარუდგენენ დასები დიდი ბრიტანეთიდან, ლიეტუვადან, იტალიიდან, საბერძნეთიდან, გერმანიიდან, შვეიცარიიდან, ესპანეთიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან და ისრაელიდან. 

აჭარის პეიზაჟები - Sputnik საქართველო
სწავლა ზღვაზე: საერთაშორისო საზაფხულო თეატრალური სკოლა შეკვეთილში გაიხსნება

ქართველ თეატრალებს განაცვიფრებს ესპანური თეატრ Muare Experience–ის საჰაერო დადგმა. 60 წუთის განმავლობაში მსახიობები ჰაერში მოწყობილ სცენაზე წარმოადგენენ ვიზუალური ხელოვნებისა და მუსიკის სინთეზს. აღნიშვნის ღირსია შვეიცარიის აკრობატული თეატრის დადგმა და უეინ მაკგრეგორის ცეკვის სტუდია, რომელიც მოამზადებს თანამედროვე ნომრებს ქართველი და ინგლისელი მსახიობების მონაწილეობთ. წარმოდგენაში ჩართული არიან 60 მსახიობი და ხუთი წამყვანი ქართველი ქორეოგრაფი.

რაც შეეხება ქართულ პროგრამას, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ დასები თბილისიდან, ფოთიდან, გორიდან, ქუთაისიდან, რუსთავიდან და თელავიდან. ცნობილი თეატრების გარდა, პროგრამაში ჩართულია დამოუკიდებელი და ექსპერიმენტალური პროექტები.

წელს ორგანიზატორები ყურადღებას გაამახვილებენ შშმ–პირებზე.

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2009 წელს თბილისის მერიის მიერ ქალაქის, მისი კულტურისა და მდიდარი შემოქმედებითი ატმოსფეროს პოპულარიზაციის მიზნით დაარსდა. ფესტივალი ყოველწლიურად სცენაზე წარმოადგენს სეზონის არა მარტო წარმატებულ თეატრალურ დადგმებს, არამედ იგი ხდება შემოქმედებითი დისკუსიების, გამოფენებისა და პერფორმანსების არენა, რომელშიც მთელი მსოფლიოს თეატრალური კოლექტივები მონაწილეობენ. 2011 წელს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ევროპის ფესტივალების ასოციაციის წევრი გახდა.

ფესტივალის მიზანი უცვლელია – საერთაშორისო სტუმრებისთვის საქართველოს თეატრალური პოტენციალის საერთაშორისო არენაზე უკეთ წარმოჩენა და ქართული თეატრის პოპულარიზაცია.

 

ყველა ახალი ამბავი
0