„ღამის სერენადები“ - ფესტივალი საქართველოში უცხოელ სტუმრებს მოუყრის თავს

© Sputnik / Seyran Baroyanფესტივალი „ღამის სერენადები“
ფესტივალი „ღამის სერენადები“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „ღამის სერენადები“ 1982 წელს დაარსდა და ყოველ ზაფხულს ბიჭვინთაში იმართებოდა.

თბილისი, 6 აგვისტო — sputnik. საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის, „ღამის სერენადების“ სტუმრებს წელს საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამა ელოდებათ, განაცხადა სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ფესტივალის დირექტორმა ნინა ცაგარელმა. 

აღსანიშნავია, რომ ფესტივალი წელს უკვე მეთერთმეტედ ტარდება ბათუმში.

© Sputnik / Natia Kvartskhavaნინა ცაგარელი პრესკონფერენციაზე
„ღამის სერენადები“ - ფესტივალი საქართველოში უცხოელ სტუმრებს მოუყრის თავს   - Sputnik საქართველო
ნინა ცაგარელი პრესკონფერენციაზე

„ამჯერად ჩვენ ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამა გვაქვს. მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ქართველი კომპოზიტორის, ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოებების კონცერტი, რომელშიც ცნობილი ფინელი ვიოლინჩელისტი იან-ერიკ გუსტაფსონი მიიღებს მონაწილეობას“, — განუცხადა Sputnik საქართველოს ნინა ცაგარელმა.  

ფესტივალის ფარგლებში ასევე იმღერებს ქართველი მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძეც, რომელმაც ღონისძიების ორგანიზატორ ლიანა ისაკაძის დამსახურებაზე ისაუბრა.

„ლიანასთან უკვე 15 წელია ვმეგობრობ. მისი ხასიათიდან, შინაგანი სამყაროდან და ასევე რაღაც არაჩვეულებრივი ენერგეტიკიდან გამომდინარე, ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, გამუდმებით იზიდავს მაყურებელს. ამ ფესტივალზე ყველაფერი სუფთა გულითა და მაღალი პროფესიონალიზმით კეთდება. ვფიქრობ, ყველაფერ ამის სიმბიოზი ქმნის კიდეც ასეთ მოთხოვნილებას ფესტივალზე“, — განაცხადა სურგულაძემ.

© Sputnik / Natia Kvartskhavaნინო სურგულაძე პრესკონფერენციაზე
„ღამის სერენადები“ - ფესტივალი საქართველოში უცხოელ სტუმრებს მოუყრის თავს   - Sputnik საქართველო
ნინო სურგულაძე პრესკონფერენციაზე

კონცერტები „ღამის სერენადების“ ფარგლებში ბათუმის ახლახან რესტავრირებულ, ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება 25, 27 და 28 აგვისტოს. ხოლო ფესტივალის ორი დამამთავრებელი დღე, 2 და 4 სექტემბერი უკვე თბილისში გაგრძელდება — სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში.  

საფესტივალო სცენაზე გამოვლენ კლასიკური მუსიკის ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან: ნანა იაშვილი (ვიოლინო), ნინო სურგულაძე, ანა-ლიზა ბეზროდნაია (ვიოლინო), იან-ერიკ გუსტაფსონი (ვიოლენჩელო), „ფორტე-ტრიო“ ყაზახეთიდან, დავით შამანაური (საყვირი), კონსტანტინე ვარდელის სიმებიანი კვარტეტი და ახალგაზრდა პიანისტი და კომპოზიტორი სანდრო ნებიერიძე.

© Sputnik / Natia Kvartskhavaფესტივალ „ღამის სერენადებისადმი“ მიძღვნილი პრესკონფერენციის შემდეგ
„ღამის სერენადები“ - ფესტივალი საქართველოში უცხოელ სტუმრებს მოუყრის თავს   - Sputnik საქართველო
ფესტივალ „ღამის სერენადებისადმი“ მიძღვნილი პრესკონფერენციის შემდეგ

მუსიკოსები ფესტივალზე, ტრადიციულად, ლიანა ისაკაძის მიერ შექმნილი ორკესტრის, „საქართველოს ვირტუოზების“ თანხლებით გამოვლენ. ფესტივალის დირიჟორები იქნებიან ვახტანგ მაჭავარიანი და პანტელის კოგიამისტი (საბერძნეთი).

შესრულდება ჩაიკოვსკის, ბეთჰოვენის, ბარბერის, შოსტაკოვიჩისა და ვივალდის შედევრები.

28 ივლისს კონცერტი მთლიანად XX საუკუნის კომპოზიტორების შემოქმედებას მიეძღვნება. ესენი არიან: ბენჯამინ ბრიტენი, პაბლო დე სარასატე, სულხან ცინცაძე და ვაჟა აზარაშვილი.

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „ღამის სერენადები“ 1982 წელს დაარსდა და ყოველ ზაფხულს ბიჭვინთაში იმართებოდა. ფესტივალი ძალიან პოპულარული იყო, თუმცა 1991 წელს არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს აღდგა — ამჯერად, აჭარაში.

ყველა ახალი ამბავი
0