იორდანიაში თანამედროვე ქართულ კინოს გაიცნობენ

© photo: Scary Mother / FB"საშიში დედა"
საშიში დედა - Sputnik საქართველო
გამოწერა
იორდანიის მცხოვრებლები და სტუმრები თანამედროვე ქართველი რეჟისორების ორ წარმატებულ ფილმს იხილავენ

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. იორდანიაში, კავკასიური კინოს დღეების (Caucasian Film Days) ფარგლებში, ქართულ ფილმებს „საშიში დედა" და „ნამეს" უჩვენებენ, ნათქვამია იორდანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

კადრი ფილმიდან საშიში დედა - Sputnik საქართველო
ქართული ფილმი „საშიში დედა“ – სამი საერთაშორისო ფესტივალი და სამი გამარჯვება

კავკასიური კინოს დღეები 4 აგვისტოს გაიხსნა და 8 აგვისტომდე გაგრძელდება. ქართველი რეჟისორების ფილმების გარდა, ასევე ნაჩვენები იქნება რუსი რეჟისორის ვლადიმირ ბიტოკოვის ფილმი „ღრმა მდინარეები" და თურქი კინემატოგრაფისტ ბურაკ ესენჩის დოკუმენტური ფილმი „მე ოცნება მქონდა".

„საქართველოს საელჩო სიამაყით აცხადებს, რომ საქართველო კავკასიური კინოს დღეების სტუმარი გახდა, რომელიც იორდანიის სამეფოს კინემატოგრაფის კომისიის ორგანიზებით ტარდება. ჩვენ ვიწვევთ მეგობრებს სხვადასხვა ჯილდოებით დაწინაურებული ფილმების „საშიში დედისა" და „ნამეს" საყურებლად", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

დიპლომატებმა ასევე გამოხატეს პატივისცემა საქართველოს კინომატოგრაფის ეროვნული ცენტრისა და რეჟისორების - ანა ურუშაძისა და ზაზა ხალვაშის მიმართ.

პირდაპირი ტრანსლაციის კამერა - Sputnik საქართველო
ფილმ „ნამეს“ ოპერატორს ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოების მთავარი პრიზი გადაეცა

დრამა „საშიში დედა" 50 წლის ქართველი დედის, დიასახლისი მანანას ცხოვრებას აღწერს. ქალი დილემის წინაშე დგას – მას უწევს არჩევანი გააკეთოს ოჯახურ ცხოვრებასა და მწერლობის მგზნებარე გატაცებას შორის, რომელსაც ის თავის თავში წლების განმავლობაში იკლავდა და რომელშიც თავისი ცხოვრების აზრს პოულობს. მანანა გადაწყვეტს გადაეშვას ამ ვნებაში, მთლიანად დაიხარჯოს მასში — გონებრივადაც და ფიზიკურადაც. ფილმი მორალური ნორმებისა და სოციალური პასუხისმგებლობის თემას ეხება. დრამაში მთავარ როლს ნატო მურვანიძე ასრულებს. ფილმის ყულაბაშია უამრავი ჯილდო, ასევე ის იყო საქართველოდან წამოყენებული „ოსკარის" პრემიაზე ნომინაციაში „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი". ანა ურუშაძე „ოსკარზე" ნომინირებული (ფილმი "მანდარინები") ქართველი კინორეჟისორის ზაზა ურუშაძის ქალიშვილია.

ფილმი „ნამე" — ეს არის ზებუნებრივი ძალებით დაჯილდოებული ახალგაზრდა გოგონას ისტორია, რომელიც მაღალმთიან აჭარაში ცხოვრობს და თანასოფლელებს ეხმარება და კურნავს. „ნამე" არის საქართველოს, ლატვიისა და საფრანგეთის კოპროდუქცია.

კინოფილმში მთავარ როლს მარიკა დიასამიძე ასრულებს.

ყველა ახალი ამბავი
0