კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე

ბიძინა კვერნაძე, კონტრაბასი და კრიმინალური „ავტორიტეტები“ იუბილეზე გასახსენებლად

116
(განახლებულია 16:13 29.07.2019)

„დავადგინე: ბიძინა კვერნაძე წარმოშობით ყოფილა ანგელოზთა ჯიშისა. ფრთებიც აქვს, მაგრამ თავისი გაბარიტების გამო ბოლო ხანს ფრენა უჭირს. ერთი სიტყვით, პენსიონერი ანგელოზია.

ამიტომ ზეცის საუფლოდან მას ჩიტების ნისკარტებით ყოველთვიურად ეგზავნება ღვთაებრივი თითო–თითო ნოტი, ბიძინა თავისებურად ალაგებს და ასე მარტივად ჩნდება ის საოცარი სიმღერები, ჩვენ რომ ვერა და ვერ აგვიხსნია… 

თქვენც ჩემსავით ხშირად ისმინეთ ეს სიმღერები. ოღონდ წინასწარ გამორთეთ რადიო და ტელევიზორი, რომ თანამედროვე ქართული ე.წ. „გოიმური“ ესტრადის ჯოჯოხეთურმა ხმებმა არ დაგიფრთხოთ ბიძინას ჰაეროვანი ანგელოზები“, – ასეთი საოცარი სიტყვებით შეაფასა კომპოზიტორი ვახუშტი კოტეტიშვილმა და ძნელია არ დაეთანხმო…

116
თემები:
საქართველოს სიამაყე (64)
გრიბოედოვის თეატრის საღამო

შეკვეთილის საზაფხულო თეატრალურ სკოლაში ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავის საღამო გაიმართა

33
(განახლებულია 18:30 13.08.2020)
გრიბოედოვის თეატრის მსახიობებმა ამაღელვებელი სპექტაკლი ომში დაღუპულთა ხსოვნას და ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვებას მიუძღვნეს.

თბილისი, 13 აგვისტო – Sput6nik. საღამო, რომელიც ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავს მიეძღვნა, ზაფხულის თეატრალურ სკოლა „შეკვეთილი-2020“-ში ჩატარდა. თეატრალური სკოლა შავი ზღვის სანაპიროზე ამავე სახელწოდების საკურორტო სოფელში 5-15 აგვისტოს პერიოდში იმართება.

Вечер Театра Грибоедова, посвященный 75-летию Великой Победы над фашизмом
photo: courtesy of Griboedov Theatre
გრიბოედოვის თეატრის საღამო, რომელიც ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავს მიეძღვნა

პროექტს ახორციელებს საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „რუსკი კლუბი" ფონდ „რუსკი მირისა" „როსსოტრუდნიჩესტვოს" ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის საინფორმაციო პარტნიორია ახალი ამბების საერთაშორისო სააგენტო და რადიო „Sputnik–საქართველო“.       

სკოლის მიზანია პოსტსაბჭოთა სივრცის რუსული თეატრების ახალგაზრდა მსახიობებს პროფესიულ ზრდაში დაეხმაროს, ასევე განავითაროს და გააძლიეროს შემოქმედებითი კავშირები. წელს პროექტში მონაწილეობენ მსახიობები გრიბოედოვის თეატრიდან, დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრიდან და ასევე ნორჩი მსახიობის თეატრ–სტუდიიდან „ოქროს ზღურბლი".

Вечер Театра Грибоедова, посвященный 75-летию Великой Победы над фашизмом
photo: courtesy of Griboedov Theatre
გრიბოედოვის თეატრის საღამო, რომელიც ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავს მიეძღვნა

ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი წარმოდგენის „ხსოვნის სანთელი“ რეჟისორი გახდა გრიბოედოვის თეატრის მსახიობი ირინა მეღვინეთუხუცესი.

სცენაზე გამოვიდნენ ანა ნიკოლავა, მერაბ ქუსიკაშვილი, სოფიო ლომჯარია, ლიზა კიკაჩეიშვილი და სხვები.

საზაფხულო თეატრალური სკოლის პროგრამა „შეკვეთილი-2020“ მოიცავს უამრავ საინტერესო დისციპლინასა და ღონისძიებას. მათ შორისაა სასცენო მეტყველებისა და სასცენო მოძრაობის, ცეკვისა და ვოკალის გაკვეთილები, ასევე საინტერესო ლექციები თეატრის ოსტატებისგან. პროექტის ფარგლებში ახალგარზდებმა უკვე წარმოადგინეს საღამოები, რომლებიც პოეტებს ბორის პასტერნაკს, ვლადიმერ მაიაკოვსკის, ნიკო გომელაურს ეძღვნებოდა.

სკოლის მონაწილეებს საინტერესო საუბარი ჰქონდათ გრიბოედოვის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან, საქართველოს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორ ავთანდილ ვარსიმაშვილთან და გრიბოედოვის თეატრის მთავარ რეჟისორთან, საქართველოს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორთან გიორგი მარგველაშვილთან, მასტერ-კლასი კი მათ მსახიობმა არიადნა შენგელაიამ ჩაუტარა.

33
თემები:
საქართველო და კულტურა
ეკა აბულაძე

კორონავირუსის მიუხედავად: საქართველოში „ნიჭიერის“ ახალი სეზონი იწყება

344
თავის განსაკუთრებულ შესაძლებლობებს პოპულარულ შოუში გამოავლენენ როგორც დამოუკიდებლად მოღვაწე არტისტები, ისე ბენდები, გუნდები და ანსამბლები. მთავარი პირობაა - ნიჭი, ქარიზმა და პირველობის სურვილი

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. ქართული შოუ „ნიჭიერის“ მეცხრე სეზონი „იმედის“ ტელეარხის ეთერში 2020 წლის 7 სექტემბერს დაიწყება, ნათქვამია პროექტის Facebook-გვერდზე.

პოპულარული შოუს მორიგი სეზონი ტელეეკრანებზე ჯერ კიდევ მარტში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო პროექტზე მუშაობა დროებით გადაიდო.

პროექტი, რომელშიც სხვადასხვა მიმართულებით საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას ნებისმიერი მსურველი შეძლებს, ტელეეთერში ორშაბათობით, 22:00 საათზე გავა. მაყურებლის წინაშე წამყვანის ამპლუაში წარდგება შოუმენი გია ჯაჯანიძე.

ცვლილებებია ჟიურის შემადგენლობაშიც: კონკურსანტებს შეაფასებენ ტელეწამყვანი და მსახიობი რუსკა მაყაშვილი, მომღერალი ანრი ჯოხაძე, დიზაინერი მაკა კვიციანი (ბრენდი Dalood) და ტელეჟურნალისტი დიმა ობოლაძე.

„ნიჭიერის“ სხვადასხვა სეზონში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები მონაწილეობდნენ – მოცეკვავეები, მომღერლები, აკრობატები, ტანმოვარჯიშეები, ძალოსნები და ა.შ.

„ნიჭიერი" — ცნობილი ბრიტანული შოუს Got Talent-ის ქართული ანალოგია. პირველი „ნიჭიერი" საქართველოში ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში 2010 წლის თებერვალში გავიდა. „ნიჭიერის" ბოლო, მერვე სეზონის გამარჯვებული თბილისის ბიჭუნათა კაპელა გახდა.

344
თემები:
საქართველო და კულტურა
ესტონეთის ახლად დანიშნულმა ელჩმა რიინა კალიურანდმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

ესტონეთის ელჩმა დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

0
(განახლებულია 18:41 13.08.2020)
საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე რიინა კალიურანდმა და დავით ზალკალიანმა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფართე სპექტრი განიხილეს

თბილისი, 13 აგვისტო - Sputnik. ესტონეთის ახლად დანიშნულმა ელჩმა რიინა კალიურანდმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა, იუწყებიან საგარეო პოლიტიკურ უწყებაში.

ასლების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გაიმართა შეხვედრა, სადაც დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებს და ესტონეთის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის.

დიპლომატებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა. ამ კონტექსტში, აღინიშნა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი, ისევე როგორც ძალიან აქტიური სექტორული თანამშრომლობა სხვადასხვა უწყებებს შორის.

გარდა ამისა, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები.

შეხვედრის დასასრულს, დავით ზალკალიანმა ესტონეთის ახალ ელჩთან აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა და წარმატება უსურვა საქართველოში დიპლომატიურ მისიაში მის შემდგომ საქმიანობაში.

0
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა