ქართული ფილმის წარმატება – „მოსავალმა" სერბეთში ჯილდო დაიმსახურა

© photo: Sputnik / Artem Zhitenev / გადასვლა მედიაბანკშიძველი კინოფირი
ძველი კინოფირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფილმი წარმოდგენილი იყო სექციაში „პარალელები და შეხვედრები” (Parallels and Encounters).

თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. ქართველი რეჟისორის მიშო ანთაძის სრულმეტრაჟიანმა დოკუმენტურმა ფილმმა „მოსავალი“ (THE HARVEST) პალიჩის ევროპული ფილმების ფესტივალზე (Film Festival Palić) სერბეთში კრიტიკოსთა ჟიურის პრიზი მოიპოვა, იუწყება ეროვნული კინოცენტრი.

ფილმი წარმოდგენილი იყო სექციაში „პარალელები და შეხვედრები” (Parallels and Encounters).

ფილმის სცენარის ავტორი მიშო ანთაძეა, ფილმის საუნდტრეკის მუსიკის ავტორია ბესო კაჭარავა.

ფილმი ქართულ–ამერიკული კოპროდუქციაა, რომელიც მოგვითხრობს ადამიანის, ლანდშაფტისა და ტექნოლოგიების ურთიერთკავშირზე კრიპტოვალუტის ეპოქაში. ფილმის გმირები ვირტუალური მოსავლის მოპოვების ციებ–ცხელებით არიან შეპყრობილი. მოქმედება კახეთში ვითარდება.

ფილმ „მოსავლის“ მსოფლიო პრემიერა რამდენიმე თვის წინ როტერდამის კინოფესტივალზე გაიმართა, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული ფესტივალია და აქცენტს ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენაზე აკეთებს. მიმდინარე წლის მაისში კორეაში, ჯონჯუს საერთაშორისო კინოფესტივალზე (Jeonju International Film Festival) ფილმმა „მოსავალი“ NETPAC Award-ის ჯილდო მოიპოვა.

პალიჩის ევროპული ფილმების ფესტივალი 1992 წელს სუბოტიცას მუნიციპალიტეტმა დააარსა.

ყველა ახალი ამბავი
0