გამოფენა

მთაწმინდის პარკში ხელოვნების ახალი გალერეა გაიხსნა

82
(განახლებულია 18:59 26.07.2019)
დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილზე ახალი გასართობი სივრცე გაიხსნა.

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. მთაწმინდის პარკში 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე ინოვაციური სივრცე Art Tent გაიხსნა, ნათქვამია გალერეის განცხადებაში.

კონცეფციის ავტორების თქმით, Art Tent-ი ზაფხულის განმავლობაში ნამდვილ კულტურულ ჰაბად იქცევა, სადაც შეიკრიბებიან მხატვრები, კოლექციონერები, დედაქალაქის სტუმრები და ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანები.

პირველმა ჯგუფურმა გამოფენამ „ყოფის ანატომია" კულტურულ სივრცეში სხვადასხვა ასაკის 30-ზე მეტი შემოქმედი გააერთიანა. აქ წარმოდგენილია XX-XXI საუკუნეებში შექმნილი 200-ზე მეტი ნამუშევარი.

გამოფენა 25 ივლისს გაიხსნა და ის 31 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

82
თემები:
საქართველო და კულტურა (680)