მარტვილში საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი გაიხსნა

გამოწერა
ფესტივალის ფარგლებში კონცერტები მარტვილის გარდა ფოთში, აბაშასა და ხონში გაიმართება.

თბილისი, 24  ივლისი – Sputnik. მარტვილში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა“ გაიხსნა.

ფესტივალში საქართველოს, ტაილანდის, სლოვაკეთის, ბულგარეთის, უკრაინის და ბელარუსის ფოლკლორული ანსამბლები და ჯგუფები მონაწილეობენ. გახსნის ცერემონიაზე ანსამბლებმა საკუთარი ქვეყნის ფოლკლორი ნომრები წარმოადგინეს.

გახსნის ცერემონიას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის აპარატის უფროსი ლევან წულაია, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე ლაშა გვასალია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

ქართული „სუფრა" და მრავალხმიანობა გერმანიაში >>

ფესტივალის ფარგლებში კონცერტები მარტვილის გარდა ფოთში, აბაშასა და ხონში გაიმართება. ფესტივალის საზეიმო დახურვა 25 ივლისს, 20 საათზე მარტვილში შედგება.

ყველა ახალი ამბავი
0