სოფელ ტყაჩირის წმ.კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესია

წყალტუბოში XX საუკუნის დასაწყისის ეკლესია აღადგინეს

78
წყალტუბოში დასრულდა წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესია, რომელიც ისტორიულ ძეგლად არის აღიარებული

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირში დასრულდა სარემონტო სამუშაოები წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიაში, რომელიც 1907 წელს აიგო, ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

იშვიათი აღმოჩენა: აჭარაში რომაული პერიოდის მონეტები აღმოაჩინეს >>

სამუშაოები, რომელიც ისტორიული შენობის ცალკეული ნაწილების აღდგენას ითვალისწინებდა, მიმდინარე წელს დაიწყო.

Восстановленная церковь Святых Квирике и Ивлиты в селе Ткачири в Имерети
სოფელ ტყაჩირის წმ.კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესია

ეკლესიის სახურავი მთლიანად შეიცვალა ახალი ხის კონსტრუქციით.

ფასადზე გაშავებული ადგილები გასუფთავდა ლითონის ჯაგრისებით, გამოქარული ადგილები კი ამოივსო პიგმენტირებული ხსნარით. სრულიად განახლდა ეკლესიის კარი და სარკმლები.

აღდგენითი სამუშაოები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობდა.

Восстановленная церковь Святых Квирике и Ивлиты в селе Ткачири в Имерети
სოფელ ტყაჩირის წმ.კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესია

 

78
თემები:
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (36)