Black Sea Jazz Festival-ს ბათუმში ჯაზის ვარსკვლავი კორი ჰენრი გახსნის

© photo: Cory Henry TFA / FBკორი ჰენრი (Cory Henry)
კორი ჰენრი (Cory Henry) - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსმენელი ჰენრის კონცერტზე ბლუზის, სოულის, R&B-ს, აფრობიტის, გოსპელისა და ჯაზის სინთეზით დატკბება.

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. პრემია გრემის ორგზის მფლობელი, ამერიკელი ჯაზის ავტორ-შემსრულებელი კორი ჰენრი (Cory Henry) და მისი ბენდი The Funk Apostoles ხუთშაბათს, 18 ივლისს ბათუმში ჯაზის XIII ფესტივალს გახსნიან.

ჯაზის ორგანისტის, პიანისტისა და პროდიუსერის კორი ჰენრის მუსიკალური კარიერა 2006 წელს დაიწყო. მის მუსიკაში შერწყმულია ბლუზი, სოული, R&B, აფრობიტი, გოსპელი და ჯაზი.

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM FEST - Sputnik საქართველო
ფრანგი და პოლონელი მუსიკოსები საქართველოში ფესტივალ „უდაბნოს“ ეწვევიან

Black Sea Jazz Festival-ი, ტრადიციულად, ბათუმის საჩოგბურთო კლუბის (Batumi Tennis Club) სცენაზე გაიხსნება.

მეორე დღეს, 19 ივლისს ფესტივალის სცენაზე გამოვლენ ქართული ჯგუფი MOKUMOKU და ჰოლანდიური ფანჯ-ჯგუფი Kraak and Smaak. ფესტივალი კი 20 ივლისს ცნობილი ბრიტანული „ინკოგნიტოს" გამოსვლით დასრულდება. ინგლისური პროექტი Incognito უკვე ოთხი ათეული წელია, დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ბრიტანული ჯგუფი Incognito ბათუმში Black Sea Jazz Festival-ზე წარდგება>>

Black Sea Jazz Festival 2019 წელს სამთავრობო პროექტის Check in Georgia ფარგლებში ტარდება. ორგანიზატორები, ტრადიციულად, არიან Eastern Promotions და TBC-ბანკი.

ყველა ახალი ამბავი
0