ფრანგი და პოლონელი მუსიკოსები საქართველოში ფესტივალ „უდაბნოს“ ეწვევიან

© photo: GEM fest / FBელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM FEST
ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM FEST - Sputnik საქართველო
გამოწერა
მუსიკის გარდა, ფესტივალის სტუმრებს ვრცელ კულტურულ-გასართობ პროგრამას სთავაზობენ.

თბილისი, 18 ივლისი - Sputnik. ალტერნატიული მუსიკის ფესტივალი Oodabno Festival გაიხსნება 30 აგვისტოს საგარეჯოს რაიონის სოფელ უდაბნოში. ინფორმაციას ღონისძიების Facebook-გვერდი ავრცელებს.

ფესტივალი გაიმართება რესტორნისა და ჰოსტელის „ოაზისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. სამი დღის განმავლობაში ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მუსიკოსები საქართველოდან, პოლონეთიდან და საფრანგეთიდან. თუ უცხოელი სტუმრები მხოლოდ ალტერნატიულ მუსიკას შეასრულებენ, ქართველი მუსიკოსები მსმენელს ფოლკლორსაც შესთავაზებენ.

„სტუმრებისთვის განკუთვნილი ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. შეგვიძლია არაუმეტეს 250 კაცის მიღება. ამიტომ ბილეთების შეძენა უმჯობესია წინასწარ. პირობას ვდებთ, რომ მომდევნო ფესტივალამდე მთელი წლის სამყოფი ენერგიით დაიმუხტებით“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

ფესტივალი „უდაბნო“ უკვე მეორედ ტარდება. ამჯერად ორგანიზატორებმა სტუმრებისთვის მოამზადეს არტ-ინსტალაციები, ფოტოგამოფენები და სპორტულ–გასართობი ღონისძიებები.

ზუგდიდი - Sputnik საქართველო
ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი F5 გაიმართება

მოწვეულ მუსიკოსებს შორის არიან ქართული ჯგუფები Soft Eject და Aine Merme, პოლონური ჯგუფები Slavic Jazz Underground, Vavamuffin და Paprika Korps. ფესტივალის დეტალური პროგრამა განთავსებულია ღონისძიების ვებ-გვერდზე.

სოფელი უდაბნო უკვე მეორე წელია, ორ ფესტივალს მასპინძლობს. გარდა „უდაბნოს“ ფესტივალისა, აქ ტარდება Udabno Community Fest - ღონისძიება, რომელზეც თავს იყრიან მეწარმეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. Udabno Community Fest ოქტომბრის მიწურულს იმართება.

ყველა ახალი ამბავი
0