დევიდ ლინჩი

გიგა აგლაძის Another me: ფილმი დევიდ ლინჩის პროდიუსერობით

141
(განახლებულია 18:15 16.07.2019)
ფილმის სიუჟეტის ცენტრშია ახალგაზრდა არქიტექტორი, რომელიც დღითიდღე კარგავს მხედველობას.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოში მხატვრული ფილმის Another me/The other me („სხვა მე") გადაღებები დასრულდა, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერი მსოფლიოში ცნობილი ამერიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი და მხატვარი დევიდ ლინჩია.

მთავარ როლში ცნობილი გერმანელი მსახიობი ჯიმ სტერჯესია, რომელიც მონაწილეობს ფილმებში „გეოშტორმი", „ღრუბლის ატლასი", „ოცდაერთი", „სამყაროს გავლით". ფილმის რეჟისორი საქართველოში დევიდ ლინჩის წარმომადგენლობის პრეზიდენტი გიორგი აგლაძეა.

სიუჟეტის ცენტრშია ნიჭიერი, თუმცა ნაკლებად წარმატებული არქიტექტორი. მამაკაცი იგებს, რომ იშვიათი დაავადება აქვს, რის შედეგადაც მხედველობას კარგავს. დაავადება სწრაფად ვრცელდება. თუმცა, რამდენადაც ცუდად ხედავს გმირი, იმდენად მეტს იგებს საკუთარი თავისა და იმ სამყაროს შესახებ, რომელშიც ცხოვრობს.

კინოფილმში ერთ-ერთ როლს ასრულებს ავსტრალიელი მოდელი-ტრანსგენდერი ანდრეა პეჟიჩი.

ფილმის დასრულების შესახებ ფილმის მხატვარმა თედო რეხვიაშვილმა ისაუბრა. ფილმ „სხვა მეს" კინოგაქირავებაში გაშვება 2020 წელს იგეგმება.

„ფილმი, რომელშიც თამაშობენ ჰოლივუდის ვარსკვლავები, ახლა უკვე მონტაჟის პროცესშია. ეს არის ისტორიული და უმნიშვნელოვანესი ფაქტი: ქართველი რეჟისორის მიერ გადაღებული მაღალი დონის ნაწარმის გაყიდვაზე და პრომოუტზე იმუშავებენ ჰოლივუდის წარმომადგენლები. მოკლედ, ვულოცავ გიგას, გადამღებ ჯგუფს, მსახიობებს და მთელ საქართველოს", – დაწერა Facebook-გვერდზე მხატვარმა.

რა შუაშია დევიდ ლინჩი?

დევიდ ლინჩი საქართველოს პირველად 2017 წელს ეწვია. სწორედ მაშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგეგმება კავკასიაში დევიდ ლინჩის ფონდის გახსნა, რომელიც გააერთიანებს საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს.

ფონდი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს. გარდა უნივერსიტეტის დაარსებისა და კინოვარსკვლავებთან შეხვედრების ორგანიზებისა, ფონდის მიზანია ტრანსცენდენტული მედიტაციის პროგრამის მეშვეობით ტრავმისა და ტოქსიკური სტრესის შედეგად დაზარალებული ადამიანების ჯანმრთელობის, შემეცნებითი უნარების და შრომისუნარიანობის გაუმჯობესება, ასევე საზოგადოებაში მათი ინტეგრირება.

დევიდ ლინჩის ფონდი, როგორც არაკომერციული საგანმანათლებლო ორგანიზაცია, 2005 წელს დაფუძნდა. იგი მთელი მსოფლიოს ახალგაზრდებს მედიტაციის სწავლის საშუალებას აძლევს. ლინჩი მიიჩნევს, რომ მედიტაცია ცნობიერების გაფართოებას ეხმარება და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მის შემოღებას ემხრობა, რადგან თვლის, რომ ეს შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებას და აგრესიის შემცირებას დაეხმარება.

დევიდ ლინჩი — რეჟისორი, მწერალი და პროდიუსერია, ასევე „იდეალური განათლების განვითარებისთვის და მთელ მსოფლიოში მშვიდობის დამყარებისათვის დევიდ ლინჩის ფონდის" დამაარსებელი და სამეურვეო საბჭოს თამჯდომარე. ლინჩის ფონდში ცნობილი არტისტები არიან გაერთიანებული.

141
თემები:
საქართველო და კულტურა (882)
და ჩვენ ვიცეკვეთ

ლევან აკინის სკანდალური ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გერმანიას იპყრობს

56
ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მოცეკვავე მერაბის შესახებ, რომელიც რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც თავისი ამბიციური მეტოქე ირაკლი შეუყვარდება.

თბილისი, 3 აგვისტო  - Sputnik.  ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის ლევან აკინის მიერ არატრადიციულ სიყვარულზე გადაღებულ ფილმს „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გერმანიის კინოთეატრებში უჩვენებენ. 


როგორც საქართველოს კინემატოგრაფის ეროვნული ცენტრის Facebook–გვერდზეა ნათქვამი, ფილმის ჩვენება გერმანიის 53 ქალაქში შედგება.

ამ მოვლენას გერმანულმა გაზეთმა Berliner Zeitung–მა რეცენზია მიუძღვნა. სტატიის ავტორი მკითხველს საქართველოს ისტორიას აცნობს და აღნიშნავს, რომ ერთ დროს საქართველო საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო, მაგრამ ახლა იგი „თავისუფალი სახელმწიფოა“.

გაზეთი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ 2014 წელს მიღებული ადმინისტრაციული კანონის მიუხედავად, ქვეყანაში ლესბოსელებსა და გეებს საკუთარი ორიენტაციის ღიად აღიარება თავისუფლად არ შეუძლიათ.

მასალაში ასევე აღნიშნულია, რომ როდესაც 2019 წლის ნოემბერში თბილისის ხუთ კინოთეატრში ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა იმართებოდა, მაყურებელთა დაცვის მიზნით, პოლიციის მობილიზება გახდა საჭირო.  ფილმს წინააღმდეგობა შეხვდა ქართული ნაციონალისტური ჯგუფებისგან.  ქუჩაში გამოსული აღშფოთებული ადამიანები  პროტესტს გამოთქვამდნენ, ყვიროდნენ „სირცხვილია!“. ჩვენების საწინააღმდეგო დემონსტრაციებზე 30-მდე ადამიანი დააკავეს. 

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის ფილმი, რომელმაც პრესტიჟულ კინოფესტივალებზე მრავალი ჯილდო მოიპოვა. ერთ-ერთი ბოლო ხმაურიანი აღიარება შვედეთში გამართულ კინოფესტივალზე The Guldbagge Awards სამ მთავარ ნომინაციაში გამარჯვებაა. ფილმმა მიიღო პრიზი „წლის საუკეთესო ფილმი“. მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი „საუკეთესო მსახიობის“ ტუტულით დაჯილდოვდა, ხოლო ლევან აკინმა მიიღო პრიზი „საუკეთესო სცენარისთვის“.

2019 წელს ლევან გელბახიანმა აღნიშნულ ფილმში შესრულებული მთავარი როლისთვის არაერთი ჯილდო მიიღო. აღსანიშნავია ლევან გელბახიანის წარმატება, რომელიც Europian Film Promotion-ის ვერსიით ათი საუკეთესო, ამომავალი და ყველაზე პერსპექტიული ვარსკვლავების სიაში მოხვდა.

ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მოცეკვავე მერაბის შესახებ, რომელიც რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც თავისი ამბიციური მეტოქე ირაკლი შეუყვარდება.ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მოცეკვავე მერაბის შესახებ, რომელიც რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც თავისი ამბიციური მეტოქე ირაკლი შეუყვარდება.

 ფილმის ჩვენება აშშ–ის კინოთეატრებშიც შედგა.

56
თემები:
საქართველო და კულტურა (882)
პირველი არხი

„პირველმა არხმა“ მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსი გამოაცხადა

41
(განახლებულია 15:18 03.08.2020)
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ ფილმის სცენარი, სარეჟისორო ხედვა, რეჟისორის ბოლო ნამუშევარი, საწარმოო კალენდარული გეგმა და ფილმის ბიუჯეტი.

თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველმა არხმა“ დაბალბიუჯეტიანი სატელევიზიო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტების მიღება დაიწყო, ნათქვამია არხის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

კონკურსის პირობების თანახმად, ფილმის სცენარი აგებული უნდა იყოს ქართული ან უცხოური ლიტერატურული ნაწარმოების მოტივებზე, ან წარმოადგენდეს ნაწარმოების ეკრანიზაციას. პროექტში მითითებული უნდა იყოს ლიტერატურული პირველწყაროს სათაური და ავტორის ვინაობა.

ამასთან, ფილმის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 60 ათას ლარს, შესაბამისი გადასახადების ჩათვლით. პროექტი ჟანრობრივად შეზღუდული არ არის, მაგრამ, ბიუჯეტიდან გამომდინარე, არ უნდა შეიცავდნენ მასობრივ სცენებს, ძვირადღირებულ ისტორიულ კონსტრუქციებს, დიდი რაოდენობით ლოკაციებსა და მსახიობებს.

ფილმის ხანგრძლივობა უნდა იყოს არანაკლებ 26 წუთი და არაუმეტეს 52 წუთისა.

საკუთარი პროექტების წარდგენა შეუძლიათ სატელევიზიო და კინომწარმოებელ კომპანიებს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ ფილმის სცენარი, ისაუბრონ სარეჟისორო ხედვაზე, რეჟისორის ბოლო ნამუშევარზე, ასევე წარადგინონ რეჟისორისა და სცენარისტის რეზიუმე, საწარმოო კალენდარული გეგმა და ფილმის ბიუჯეტი.

დოკუმენტაციის მიღება 2020 წლის 3 აგვისტოდან 1 ნოემბრამდე პერიოდში მოხდება ელექტრონულ მისამართზე telefilm@gpb.ge.

41
თემები:
საქართველო და კულტურა (882)
ტედროს ადანომ გებრეისუსი

„შესაძლოა არც არასდროს შეიქმნას“: ჯანმო COVID-19-ის იდეალური საშუალების შესახებ

0
(განახლებულია 16:15 03.08.2020)
ჯანმოს გენერალური დირექტორი იმედს არ კარგავს, რომ მსოფლიოში მიმდინარე კლინიკური გამოცდები რამდენიმე ეფექტურ ვაქცინას გამოავლენს

 თბილისი, 3 აგვისტო ― Sputnik. ამ დროისათვის კორონავირუსის წინააღმდეგ იდეალური პრეპარატი არ არსებობს და შესაძლოა არც არასდროს შეიქმნას, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.

მისი თქმით, ახლა არაერთი ვაქცინა გადის კლინიკური გამოცდების მესამე ფაზას და არსებობს იმედი, რომ მსოფლიო „რაღაც რაოდენობის ეფექტურ ვაქცინას მიიღებს“.

„მაგრამ ამ მომენტისთვის არ არსებობს იდეალური საშუალება და გამორიცხული არ არის, რომ მან არც არასდროს იარსებოს“, ― განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ორშბათს გამართულ ბრიფინგზე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 17 889 134 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 686 145 კაცი გარდაიცვალა.

 

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში