დიჯეი

Free Wave: ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „ცისკარში"

39
(განახლებულია 19:57 11.07.2019)
ფესტივალის სტუმრებს ელოდებათ ფუდკორტი და კეთილმოწყობილი კემპინგ-ზონა.

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Free Wave ("თავისუფალი ტალღა") სამტრედიაში 26-27 ივლისს გაიმართება.

ფესტივალი წელს პირველად იმართება და მეინსტიმული მუსიკის ყველა ჟანრს მოიცავს. ფესტივალის ორგანიზატორები არიან მუსიკალური კომპანია Free Wave და ფესტივალი Tbilisi Open Air.

ფესტივალში, რომელიც სასტუმრო „ცისკრის" ტერიტორიაზე გაიმართება, საკლუბო მუსიკის ცნობილი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას – Bacho, L8, Mzhavia, წარმოშობით ქართველი გერმანელი მუსიკოსი Zapa (ზაზა ფანჩულიძე), გიო დალაქიშვილი, ლევან მურღულია, Gigi, ლე ვანჩო (ლევან ქათამაძე), ბათუმის დიჯეი Eknor და ა.შ.

მუსიკის გარდა, Free Wave Fest-ის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები: სპორტული ღონისძიებები და შემეცნებით- თემატური მასტერ-კლასები. ფესტივალის სტუმრებს ორივე დღის განმავლობაში ელოდებათ ფუდკორტი და კეთილმოწყობილი კემპინგ-ზონა, მედიის წარმომადგენლებს კი მედიაზონა.

ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ბილეთები და აბონემენტები ონლაინ-გაყიდვაშია.

 

39
თემები:
საქართველო და კულტურა (431)