ქეთა თოფურია ქართველებისთვის მიმართვას ავრცელებს

© Photo: A'Studio Official / FBქეთა თოფურია
ქეთა თოფურია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯგუფ A-Studio-ს მომღერალი ქეთა თოფურია ამბობს, რომ ქართველ მსმენელს მალე შეხვდება.

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. ჯგუფ A-Studio-ს კონცერტი არ გაუქმებულა, ამბობს ჯგუფის სოლისტი ქეთა თოფურია სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში.

ქეთა თოფურია - Sputnik საქართველო
ქეთა თოფურია საქართველოში აღარ იმღერებს

ჯგუფ A-Studio-ს ქართველი სოლისტი Instagram-ის „სთორიში“ ქართველ მსმენელს მიმართავს. მომღერალი ამბობს, რომ ჯგუფის კონცერტი ბათუმში უბრალოდ გადაიდო.

„როგორც კი გაარკვევენ ზუსტ თარიღს, აუცილებლად გაგაგებინებთ, შეხვედრამდე“, – ამბობს ქეთა თოფურია მიმართვაში. 

მანამდე, 8 ივლისს მან სააგენტო Sputnik-ს დაუდასტურა, რომ კონცერტი ბათუმში არ გაიმართებოდა.

„შვილის გაქრისტიანებაზე ყოფილი ქმარი უარს მეუბნება“- ქეთა თოფურია >>>

„აჭარის ტელევიზიამ“, თავის მხრივ, კლუბ UP2U-ს მფლობელის ირაკლი ფალავანდიშვილის ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ჯგუფი A-Studio-ს კონცერტი ბათუმში 27 ივლისს არ გაიმართება.

ფალავანდიშვილმა განაცხადა, რომ A-Studio-ს გამოსვლაზე ათასზე მეტი ბილეთი გაიყიდა, მაგრამ თანხის დაბრუნება შესაძლებელია, ან შეიძლება დასწრება Bob Sinclar-ის ან Moloko-ს კონცერტზე, რომლებთანაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს. კლუბის მფლობელმა აღნიშნა, რომ კონკრეტულ ალტერნატიულ ვარიანტს მოგვიანებით წარმოადგენს.

ქეთა თოფურია - Sputnik საქართველო
ქეთა თოფურია თბილისში ყოფილ ქმართან ერთად ჩამოვიდა – ოლივიას დაბადების დღის ფოტოები

ჯგუფი A-Studio-ს სოლისტმა ქეთა თოფურიამ აღნიშნა, რომ კონცერტზე უარის მიზეზი საქართველოში არსებული ვითარებაა.

„ჩვენ კონცერტი გადავიტანეთ, სანამ ყველაფერი არ მოგვარდება", – განაცხადა თოფურიამ.

თბილისელი ქეთა თოფურია ჯგუფ A-Studio-ს სოლისტი 2005 წელს გახდა. ამ წინადადების მიღების შემდეგ მან მიატოვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა.

სოციალური ქსელების ქართულ სეგმენტში თოფურია არაერთხელ გააკრიტიკეს. კერძოდ, მომღერალი გააკრიტიკეს იმის გამო, რომ მან თავს უფლება მისცა და რუსული სამხედრო ფორმით გამოვიდა, ასევე მონაწილეობა მიიღო რუსეთის პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიაში 2018 წელს.

ყველა ახალი ამბავი
0