ივან დორნი

ბიჭოლას მეგობარი, უკრაინელი ივან დორნი ბათუმში კონცერტს გამართავს

63
(განახლებულია 15:55 11.07.2019)
უკრაინელი შოუმენი საკურორტო ქალაქში მეორედ გამოვა.

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. პოპულარული უკრაინელი მომღერალი, პროდიუსერი და ტელეწამყვანი ივან დორნი ბათუმში კონცერტს გამართავს, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების Facebook-გვერდზე.

დორნი 13 აგვისტოს გამოვა კლუბ New Soho-ში, რომელიც ძველ ბულვარში მდებარეობს.

ეს ივან დორნის პირველი ვიზიტი არაა საქართველოში. 2015 და 2017 წლებში ბათუმსა და თბილისში კონცერტების გარდა, მომღერალი ხშირად სტუმრობს თავისი მეგობრის, დიზაინერ ბიჭოლას ელიტურ ღონისძიებებს, რომელიც ამ ბოლო დროს უკრაინაში ცხოვრობს და მუშაობს. სოციალურ ქსელებში ხშირად ვრცელდება დორნის, ბიჭოლასა და რუსი პოპ-მომღერლის სვეტლანა ლობოდას თბილისურ კლუბებსა და რესტორნებში გადაღებული ფოტოები.

ივან დორნმა სოლო კარიერა 2010 წელს დაიწყო. მანამდე ის პოპულარული დუეტის Пара нормальных შემადგენლობაში იყო. 2010 წლის ზაფხულიდან, როდესაც დორნმა ჯგუფის დატოვება გადაწყვიტა, დაიწყო საკუთარი სიმღერების გამოშვება Бигуди, Северное сияние, Стыцамэн. შემსრულებლის ვიდეოკლიპები რუსული და უკრაინული ჰიტ-პარადების პირველ პოზიციებს არ ტოვებს.

63
თემები:
საქართველო და კულტურა (431)