თბილისში ღია ცის ქვეშ პოლონური მუსიკის კონცერტი გაიმართება

© Sputnik / Shota Nozadzeორბელიანის მოედანი
ორბელიანის მოედანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საღამო საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის დიპლომატიური ურთიერთობების 100 წლისთავს ეძღვნება.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. კონცერტზე, რომელიც თბილისში ღია ცის ქვეშ, ორბელიანის მოედანზე შაბათს, 13 ივლისს გაიმართება, პოლონელი კომპოზიტორების მუსიკა აჟღერდება. მსმენელის წინაშე წარდგება ჟეშუვის ფილარმონიის ორკესტრი, რომელსაც ქართველი მირიან ხუხუნაიშვილი უდირიჟორებს.

საღამო საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის დიპლომატიური ურთიერთობების 100 წლისთავს ეძღვნება.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ მაქვს საშუალება საქართველოში ვუდირიჟორო ორკესტრს, რომელთანაც შევასრულე გია ყანჩელის ნაწარმოების Don't Grieve-ის პოლონური პრემიერა 2018 წელს. გელოდებით ორბელიანის მოედანზე, პრეზიდენტის სასახლის წინ (და იმ სკოლის წინ, სადაც 11 წელი ვისწავლე) შაბათს საღამოს. შეგიძლიათ წამოიღოთ პლედები და გაშალოთ პარკში, დაგხვდებათ პუფები და სკამები", – დაწერა ხუხუნაიშვილმა თავის Facebook-გვერდზე.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი - Sputnik საქართველო
პირველად საუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში - ვერდის ფესტივალი საქართველოში ჩატარდება

კონცერტის პროგრამაშია სტანსლავ მონიუშკოს, ჰენრიკ გურეცკის, ვოიცეხ კილარისა და ჰენრიკ ვენიავსკის ნაწარმოებები. სცენაზე გამოვა მევიოლინე კამილა ვონსიკ-იანიაკი.

მუსიკალური საღამო 20:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან თბილისის მერია და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე თბილისში პოლონური ინსტიტუტის მხარდაჭერით.

ყველა ახალი ამბავი
0