„ჯანი სკიკი „ლა სკალას სცენაზე

„ლა სკალას" სცენაზე ქართველმა ბარიტონმა ვუდი ალენის მიერ დადგმულ ოპერაში იმღერა

126
(განახლებულია 18:00 09.07.2019)
საკულტო რეჟისორის მიერ დადგმულ ოპერაში ქართველი მომღერალი ივლისის ბოლომდე გამოვა.

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. ახალგაზრდა ქართველი ბარიტონი ლაშა სესიტაშვილი მილანის ცნობილი თეატრის „ლა სკალას" სცენაზე გამოვიდა ოპერაში, რომელიც ცნობილმა ჰოლივუდელმა რეჟისორმა ვუდი ალენმა დადგა.

ვუდი ალენი კლასიკური მუსიკის დიდი თაყვანისმცემელია. მისი დებიუტი, როგორც საოპერო რეჟისორისა, ლოს-ანჯელესის საოპერო თეატრში შედგა – მან ჯაკომო პუჩინის „ჯანი სკიკი" დადგა. დადგმას ზოგიერთმა კრიტიკოსმა 2008 წელს კლასიკური მუსიკის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა.

„ჯანი სკიკი" 83 წლის კინორეჟისორისთვის „ლა სკალას" სცენაზე სადებიუტო ნამუშევარი გახდა. ვუდი ალენმა პუჩინის ერთადერთი კომედიური ოპერა შეარჩია და მოქმედება ფლორენციიდან ნეაპოლში გადაიტანა. მთავარი გმირი კი, ჯანი სკიკი, ამერიკელი რეჟისორის დადგმაში წარმოდგენილია არა აფერისტად, არამედ დიდ მაფიოზად. პრემიერა მილანში 6 ივლისს გაიმართა.

„ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ამ სპექტაკლის ნაწილი და სცენაზე სახელგანთქმულ ამბორჯო მაესტრისთან ერთად", – დაწერა ლაშა სესიტაშვილმა Facebook-გვერდზე ოპერის პრემიერის შესახებ.

ლაშა სესიტაშვილი მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია საქართველოში, ბელარუსში, თურქეთში, რუმინეთსა და იტალიაში. 2017 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს იტალიაში, მილანში, სადაც „ლა სკალაში" სტაჟირებას გადის. პარალელურად აქტიურად მონაწილეობს საოპერო დადგმებში.

ქართველი საოპერო დივა Metropolitan Opera-ს საუკეთესო შემსრულებელთა ათეულში მოხვდა>>

ლაშა სესიტაშვილი ვუდი ალენის მიერ დადგმულ ოპერაში იმღერებს 10, 15, 17 და 19 ივლისს. ოპერას უდირიჟორებს ცნობილი უნგრელი მაესტრო ადამ ფიშერი.

126
თემები:
საქართველო და კულტურა (823)
გიორგი გიგაშვილი

ცნობილი ქართველი პიანისტი ონლაინ–კონცერტს გამართავს

19
(განახლებულია 10:33 27.05.2020)
სოლო ონლაინ–კონცერტზე, რომელიც 21:00 საათზე დაიწყება, გიორგი გიგაშვილი შუმანისა და შოპენის ნაწარმოებებს შეასრულებს

თბილისი, 27 მაისი – Sputnik. ერთ–ერთი უნიჭიერესი ქართველი ახალგაზრდა პიანისტი გიორგი გიგაშვილი ოთხშაბათს, 27 მაისს ონლაინ–კონცერტს გამართავს.

კონცერტი ხმის ჩამწერი სტუდიის Leno Sessions პროექტის ფარგლებში გაიმართება, სადაც ქართული სცენის ვარსკვლავები მსმენელებისთვის ონლაინ–კონცერტებს მართავენ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში და ასე ამხნევებენ მათ.

„ქვეყანაში არსებული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა ნორმისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით, დისტანციურად, ონლაინ სტრიმის რეჟიმში შევეცდებით თქვენს გამხნევებას“,– აღნიშნულია ორგანიზატორების მიმართვაში.

კონცერტზე, რომელიც 21:00 საათზე დაიწყება, გიორგი გიგაშვილი შუმანისა და შოპენის ნაწარმოებებს შეასრულებს.

ერთ-ერთი გამოჩენილი ქართველი პიანისტი გიორგი გიგაშვილი „ნიჭიერთა ათწლედის" კურსდამთავრებულია, გაიმარჯვა თბილისის პიანისტთა მეექვსე საერთაშორისო კონკურსში, არის ნიუ-იორკის გერშვინის სახელობის მეორე საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის პრიზიორი. კონცერტებს მართავს საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში.

ახალგაზრდა ქართველმა პიანისტმა იტალიელები მოხიბლა>>

2019 წლის ბოლოს გიგაშვილი წინანდლის პრესტიჟული პრემიის ლაურეატი „მუსიკალური ხელოვნების“ ნომინაციაში გახდა.

19
თემები:
საქართველო და კულტურა (823)
კომიქსი

საქართველოში სვანური ლეგენდების მოტივებზე კომიქსი შექმნეს

64
(განახლებულია 20:43 26.05.2020)
კომიქსი ქართულ და ინგლისურ ენებზე შეიქმნა და გავრცელდება როგორც სოციალურ ქსელებში, ისე ბეჭდური სახით

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. ქართულმა სარეკლამო სააგენტომ ABK შექმნა კომიქსი ცნობილი სვანური ლეგენდის მიხედვით, რომელიც მოგვითხრობს ბეთქილზე - მამაც მონადირეზე, სვანური მითოლოგიის გმირზე და ნადირობის ქალღმერთ დალიზე.

კომიქსი, რომელიც საკომუნიკაციო კომპანია Georgia Guide Office-თვის შეიქმნა, ქართულ და ინგლისურ ენებზე შეიქმნა და გავრცელდება როგორც სოციალურ ქსელებში, ისე ბეჭდური სახით.

„ლამაზი ბუნებისა და პეიზაჟების გარდა, სვანეთში კიდევ ბევრი რამის აღმოჩენა შეიძლება. ადგილობრივებისთვის სვანური ლეგენდები ძალიან ბევრს ნიშნავს. უძველესი მითების მისტიკა დღემდე გადაჯაჭვულია სვანების ყოველდღიურ ცხოვრებასთან“, - ნათქვამია პროექტის ავტორების განცხადებაში.

ილუსტრაციებზე იმუშავა მხატვარმა დავით თომაშვილმა, ირაკლი დოლიძემ შექმნა და დაბეჭდა კომიქსები, ხოლო კოპირაიტერმა მიშკა სეხნიაშვილმა ტექსტზე იზრუნა. ბეთქილისა და დალის ისტორიის გარდა, სააგენტო კომიქსების გამოშვებას სხვა ლეგენდების მიხედვითაც გეგმავს.

64
თემები:
საქართველო და კულტურა (823)
ავტობუსი

კონდიციონერის გარეშე, ღია ფანჯრებით, პირბადეებით ასე იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი

0
(განახლებულია 13:40 27.05.2020)
ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ავტობუსების მძღოლებს და მათ მუშაობის ახალი წესები გააცნეს

თბილისი, 27 მაისი – Sputnik. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა 29 მაისიდან მოქალაქეებისგან უფრო მეტ დაკვირვებასა და დადგენილი წესების შესრულებას მოითხოვს, განაცხადა ქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ.

მერის თქმით, მუნიციპალური ტრანსპორტის შეჩერებამ მოსახლეობას დისკომფორტი შეუქმნა, თუმცა, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ შეზღუდვები მოქალაქეების კეთილდღეობისთვის იყო დაწესებული, რადგან სახელმწიფოს მთავარი ფასეულობა – ეს ადამიანია.

„მეტროში ისევე, როგორც ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში აუცილებელი იქნება პირბადის ტარება... ჩვენ ამას გავუწევთ ზედამხედველობას“, – განაცხადა კალაძემ და ეს მიმართულებათავის მოადგილეებს ირაკლი ხმალაძესა და მაია ბითაძეს დაავალა.

ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლებს და მათ მუშაობის ახალი წესები გააცნეს. კერძოდ, ავტობუსებმა უნდა იმოძრაონ გამორთული კონდიციონერებითა და ღია ფანჯრებით, რათა ტრანსპორტი კარგად განიავდეს.

დღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელსაც პრემიერ–მინისტრი ხელმძღვანელობს, გადაწყდა ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის, მათ შორის მეტროს მუშაობის განახლება პარასკევიდან, 29 მაისიდან.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში