საქართველო მონაწილეობს ხელოვნების ფესტივალში „სლავური ბაზარი“, რომელიც ვიტებსკში იმართება

© Sputnik/Виктор ТолочкоОткрытие фестиваля "Славянский базар"
Открытие фестиваля Славянский базар - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბელარუსული ფესტივალის პირველ დღეს შემსრულებლებმა მშობლიურ ენაზე იმღერეს.

თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „სლავურ ბაზარზე“, რომელიც 8 ივლისს ვიტებსკში გაიხსნა, საქართველოს წარადგენენ ახალგაზრდა შემსრულებლები გიორგი ფუტკარაძე და ანა დასენი. ამის შესახებ ღონისძიების ვებ-გვერდზეა აღნიშნული.

ლაგოდეხი - Sputnik საქართველო
მსოფლიო ბლუზის ვარსკვლავები ლაგოდეხში საერთაშორისო ფესტივალზე შეიკრიბებიან

„სლავური ბაზარი“ ვიტებსკში, 1992 წლიდან მოყოლებული, ყოველ ზაფხულს იმართება. ძირითადი ნაწილი ვიტებსკის საკონცერტო დარბაზსა და ზაფხულის ამფითეატრში ტარდება. ფესტივალი ორი ნაწილისგან შედგება – საესტრადო სიმღერის კონკურსისა და საბავშვო კონკურსისგან.

საესტრადო სიმღერების კონკურსზე საქართველოს წარადგენს მომღერალი გიორგი ფუტკარაძე. მუსიკოსი ბათუმში 1998 წელს დაიბადა. 2017 წელს შეასრულა მთავარი როლი ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მიუზიკლში Afrention. 2018 წლიდან სოლო კონცერტებს მართავს ბათუმსა და თბილისში. მუშაობს სადებიუტო ალბომზე.

პირველად საუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში - ვერდის ფესტივალი საქართველოში ჩატარდება >>

ბავშვთა კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი იქნება ცხრა წლის ანა დასენი, რომელიც მუსიკითა და სიმღერით პატარაობიდანვეა გატაცებული. სწავლობს თბილისის ევროპული სკოლის მესამე კლასში. მღერის საბავშვო გუნდ „მეკო-სტუდიაში“. 2018 წელს გახდა ესპანეთის საერთაშორისო ვოკალური კონკურსი „ოპუსის“ გრან-პრის მფლობელი.

ლიანა ისაკაძე - Sputnik საქართველო
„ღამის სერენადები" ჩაიკოვსკის, ბეთჰოვენის, შოსტაკოვიჩისა და ვივალდის ფონზე

ფესტივალის პირველ დღეს, 8 ივლისს კონკურსანტებმა სიმღერები მშობლიურ ენაზე შეასრულეს. მათ ნამღერს აფასებს ჟიური, რომლის თავმჯდომარეა რუსეთისა და საქართველოს სახალხო არტისტი თამარ გვერდწითელი.

ჟიურის წევრები არიან ბელარუსელი დირიჟორი ვიქტორ ბაბარიკინი, ლატვიელი მომღერალი და ტელაწამყვანი სამანტა ტინა, ყაზახი მომღერალი ალიშერ კარიმოვი, ბულგარელი მომღერალი და პროდიუსერი ვესელინ მარინოვი, სერბი დირიჟორი ივან მარკოვიჩი, გრემის ორი ჯილდოს მფლობელი, ამერიკელი პიანისტი და პროდიუსერი მარლოუ როსადო, უკრაინელი პოპულარული მომღერალი ირინა ბილიკი, ჯგუფ Ace of Bace-ის სოლისტი, შვედი მომღერალი ჯენი ბერგრენი.

„სლავურ ბაზარზე“ ყველაზე წარმატებული მომღერალი საქართველოდან იყო ანდრია გველესიანი, რომელმაც ფესტივალზე 2016 წელს მესამე ადგილი მოიპოვა. კიდევ უფრო წარმატებული აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის ბავშვთა კონკურსი, რომელზეც საქართველოს წარმომადგენელმა მარიამ ბიჭოშვილმა 2012 წელს გაიმარჯვა.

ყველა ახალი ამბავი
0