ხელოვნების სასახლეში ეკა ხუნწარიას გამოფენა მიმდინარეობს

© photo: Sputnik / Stringerხელოვნების სასახლე Art Palace
ხელოვნების სასახლე Art Palace - Sputnik საქართველო
გამოწერა
მუზეუმში ბატიკის ტექნიკით შექმნილი ნამუშევრებია გამოფენილი

თბილისი, 6 ივლისი - Sputnik. ხელოვნების სასახლეში (Art Palace) თანამედროვე ხელოვანის, ეკა ხუნწარიას გამოფენა, სახელწოდებით „აბრეშუმის ოთახი" გაიხსნა, ნათქვამია საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის განცხადებაში.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ბოლო ერთი წლის მანძილზე შექმნილი ნამუშევრები.

ეკა ხუნწარიამ 2017 წელს ტექსტილის სტუდია „აბრეშუმის ოთახი" (Silkroom) დააარსა, სადაც გამოფენილია ბატიკის ტექნიკით შექმნილი ნამუშევრები. ეს არის კედლის პანოები, შირმები, სანათები, თავშლები და ა.შ.

„ხელოვანის ნამუშევრები განსაკუთრებულია, რამეთუ იგი ხატავს მხოლოდ ბუნებრივ აბრეშუმზე და იყენებს პროფესიონალურ ტექსტილის საღებავებს, მათ შორის პარაფინსა და თაფლის სანთელს“, - ნათქვამია მუზეუმის განცხადებაში.

ეკა ხუნწარიას მონაწილეობა აქვს მიღებული ბევრ გამოფენაში, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მისი ნამუშევრები დაცულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებში: აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, პორტუგალიაში, იაპონიაში, შვედეთში, ავსტრიაში და სხვ.

გამოფენა ხელოვნების სასახლეში ორი კვირა გაგრძელდება. ხელოვნების სასახლე Art Palace კარგარეთელის 6 ნომერში მდებარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0