„ქართულ ცეკვაში გეი არ არსებობსო, მოცეკვავეები დაბლოკა“ – რეჟისორის სკანდალური განცხადება

© Facebook / Sukhishvili Ninoნინო სუხიშვილი
ნინო სუხიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინო სუხიშვილს სოციალურ ქსელში აკრიტიკებენ.

თბილისი, 5 ივლისი - Sputnik. სოციალურ ქსელში „სუხიშვილების“ მმართველზე ნინო სუხიშვილზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან. ჯერჯერობით თავად ნინოს კომენტარი არ გაუკეთებია ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ რეჟისორის ლევან აკინის განცხადებაზე The Guardian-თან, სადაც რეჟისორი ამბობს, რომ „სუხიშვილების“ ხელმძღვანელმა ფილმს პრობლემები შეუქმნა.

სუხიშვილები - Sputnik საქართველო
ცეცხლოვანი „ასსა“ და „სუხიშვილების" ახალი თაობა

„ფეისბუქის“ პირად გვერდზე ნინო სუხიშვილს ნეგატიური კომენტარები დაუწერეს. 

როგორც გეი–სიყვარულზე გადაღებული ქართულ-შვედური ფილმის რეჟისორი გამოცემასთან ინტერვიუში ამბობს, ნინო სუხიშვილმა მასთან შეხვედრაზე თქვა, რომ „ქართულ ცეკვაში გეი არ არსებობს“. მისი ინფორმაციით, სუხიშვილმა ფილმში მონაწილე მოცეკვავეებს უთხრა, რომ ვეღარასდროს იცეკვებენ.

„ფილმის გადაღებამდე ნინო სუხიშვილს შევხვდით და მისი რეაქცია იყო: „რატომ არ შეიძლება, რომ მას გოგონა შეუყვარდეს? ქართულ ცეკვაში გეი არ არსებობს!“. ჩვენ შეგვეძლო გამოგვეყენებინა მისი დახმარება, მაგრამ მან მხარი არ დაგვიჭირა“, — ამბობს აკინი და აღნიშნავს, რომ ეს ეფექტი გავრცელდა და მათ ფილმისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი ადგილი დაკარგეს.

გეი სიყვარულზე გადაღებული ფილმის ჩვენების უფლება 20-ზე მეტმა ქვეყანამ შეიძინა >>>

ქართული გეი–დრამა ბრიტანულმა ჟურნალმა კანის საუკეთესო ფილმების სამეულში შეიყვანა. აღწერაში ვკითხულობთ: „მერაბი ქართული ცეკვის ეროვნულ ანსამბლში მოსახვედრად მეწყვილესთან, მარისთან ერთად უკვე წლებია, ემზადება. მისი სამყარო მოულოდნელად იცვლება, როცა საცეკვაო დარბაზში ქარიზმატული და უდარდელი ირაკლი ჩნდება, რომელიც მისი მთავარი მეტოქე / სურვილის ობიექტი ხდება. არსებულ კონსერვატიულ გარემოში მერაბს რისკზე წასვლა უწევს“.

ყველა ახალი ამბავი
0