ეთნოგრაფიული მუზეუმი ნატურალური ღვინისა და კერძების ფესტივალს მასპინძლობს

გამოწერა
ფესტივალზე მისულ სტუმრებს საშუალება აქვთ შეხვდნენ ცნობილ ქართველ მეღვინეებს, რესტორნების წარმომადგენლებს და ნატურალური საკვების მწარმოებლებს.

თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. თბილისში დღეს ნატურალური ღვინისა და კერძების ფესტივალი მიმდინარეობს, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში

ფესტივალი ღია ცის ქვეშ, ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართა.

გავრცელებული ინფორმაციით, ფესტივალზე მისულ სტუმრებს საშუალება აქვთ შეხვდნენ ცნობილ ქართველ მეღვინეებს, რესტორნების წარმომადგენლებს და  ნატურალური საკვების მწარმოებლებს. ასევე საშუალება აქვთ მათ მიერ დაყენებული ნატურალური ღვინო და მომზადებული კერძები დააგემოვნონ.

ქართული სამზარეულო - Sputnik საქართველო
საქართველო, რუსეთში ჩატარებული გამოკითხვით, საუკეთესო გასტრონომიული ქვეყნების სიაშია

ფესტივალის მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნებენ Vikea, ოთო ბერძენიშვილი და ბექა ვანიშვილი. მუსიკოსები 60-იანი წლების ქართულ და უცხოურ კომპოზიციებს შეასრულებენ. გაიჟღერს ასევე ელექტრონული მუსიკა, რომელსაც შეასრულებენ დიჯეები Qevana და Gregory Cadars.

ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე გამოყოფილი იქნება საბავშვო სივრცე.

ფესტივალი ტრადიციულად ეძღვნება ახალგაზრდა მეღვინის ვახტანგ ფაღავას ხსოვნას, რომელიც 2017 წელს 30 წლის ასაკში საკუთარ სახლში ხანძრისას ტრაგიკულად დაუღუპა. ვახტანგი თბილისში დაიბადა, მაგრამ გადავიდა კახეთში, სადაც შექმნა ღვინის მარანი და აწარმოებდა ნატურალურ ღვინოს ქიმიური დანამატების გარეშე.

ცნობილი ქირურგი, რომელმაც ამერიკაში პირველი და ყველაზე პოპულარული ქართული რესტორანი გახსნა >>

ფესტივალის მხარდამჭერია ღვინის ეროვნული სააგენტო.

დღესასწაულზე 12 წლამდე ასაკის ბავშვების შესვლა თავისუფალია. მოზრდილებისთვის შესვლის საფასურია 10 ლარი.

ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია „კორტავების მარანი“ (Kortavebis Marani).

 

ყველა ახალი ამბავი
0