საქართველოში თეატრებსა და მუზეუმებს სულ უფრო მეტი ხალხი სტუმრობს

© Sputnik / Alexander Imedashviliმარჯანიშვილის თეატრი
მარჯანიშვილის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რამდენად ხშირად დადის მოსახლეობა თეატრებსა და მუზეუმებში

თბილისი, 20 ივნისი - Sputnik. საქართველოში თეატრებსა და მუზეუმებს სულ უფრო მეტი მნახველი სტუმრობს - ამაზე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევა მეტყველებს.

თბილისში სომხური თეატრი ხელახლა შენდება >>

საქართველოში თეატრალური ცხოვრება ჩქეფს, მსხვილ ქალაქებს ჰყავთ თავიანთი თეატრალური დასები, რომლებიც გასტროლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მართავენ. ქვეყანაში ტარდება თეატრალური კონკურსები, მათ შორის, საერთაშორისო. რეჟისორები და მსახიობები კი პოპულარობით სარგებლობენ არა მხოლოდ სამშობლოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. 

ასე, მაგალითად, „კულტურის სტატისტიკის ზოგიერთი მაჩვენებელი 2018“ ანგარიშის თანახმად, შარშან თბილისში თეატრების მაყურებელთა რაოდენობამ 372 600 შეადგინა, 2017 წელს კი - 340 600.

მცირედით, მაგრამ მაინც გაიზარდა ეს ციფრი აჭარაშიც. იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთსა და სხვა რეგიონებში თეატრალების რაოდენობის მატება არ შეინიშნება.

ლეო ფილფანის სახელობის თეატრი - Sputnik საქართველო
მესტიაში ლეო ფილფანის სახელობის განახლებული თეატრი სიახლეებს გპირდებათ

ამასთან, სპექტაკლების საერთო რაოდენობა 2018 წელს 1,3%-ით შემცირდა 2017 წელთან შედარებით - სულ დაიდგა 764 სპექტაკლი. მათი უმეტესობა - 60,2% - თბილისზე მოდის.

2018 წლის მონაცემებით, საქართველოში 49 პროფესიონალური თეატრი ფუნქციონირებდა: აქედან 38 დრამატული, მუსიკალური კომედიისა და მინიატურის; შვიდი - თოჯინების, ორი - მოზარდ-მაყურებელთა, ასევე ორი ოპერისა და ბალეტის თეატრი.

რაც შეეხება მუზეუმებს, დამთვალიერებელთა რაოდენობამ 2018 წელს 2017 წელთან შედარებით 10,7%-ით მოიმატა და 2114,7 ათასი ადამიანი შეადგინა. ამავე დროს, 2017 წელთან შედარებით, გაიზარდა ექსკურსიებისა (7,1 %) და გამოფენების (6,5%) რიცხვი საქართველოს მუზეუმებში და შეადგინა 1146. 2018 წელს საქართველოში 248 მუზეუმი მუშაობდა, 98 - მემორიალური, 71 - ისტორიული (მხარეთმცოდნეობის) და ორი ლიტერატურული.

ყველა ახალი ამბავი
0