ქართული ღვინო

ფილმს „საქართველო - ღვინის სამშობლოა“ საფრანგეთში მაღალი შეფასება მისცეს

118
(განახლებულია 20:30 17.06.2019)
ქართულ ფილმს გადაეცა სპეციალური პრიზი მეცნიერებისა და კულტურის დარგში

თბილისი, 17 ივნისი - Sputnik. ქართულმა სამეცნიერო მხატვრულ-დოკუმენტურმა ფილმმა „საქართველო - ღვინის სამშობლო" მიიღო სპეციალური პრიზი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, ღვინისადმი მიძღვნილ ფესტივალზე Oenovideo, რომელიც მარსელში 13-16 ივნისს გაიმართა.

„საქართველო - ღვინის სამშობლო“ - ტოკიოში მასშტაბური გამოფენა გაიმართება >>

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პრიზი ტრადიციულად გადაეცემა ფრანგულ ან უცხოურ ფილმს, რომელიც მეღვინეობის მემკვიდრეობის კულტურულ და მეცნიერულ მიდგომას წარმოადგენს.

„ფილმი „საქართველო – ღვინის სამშობლო" ეძღვნება იმ საერთაშორისო სამეცნიერო კვლევას, რომელმაც ისტორიული აღმოჩენა გააკეთა და მეცნიერულად დაასაბუთა, რომ სწორედ საქართველოა ღვინის სამშობლო და 8000 წლის წინ სწორედ ჩვენ ქვეყანაში დაიწყო ღვინის პირველი წარმოება, რაც უწყვეტად გაგრძელდა თანამედროვეობამდე", – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

ფილმში ასახულია ექსპოზიცია „საქართველო - მეღვინეობის აკვანი“, რომელიც ბორდოში 2017 წელს ჩატარდა. ფილმს საფუძვლად დაედო ქართველი და უცხოელი მეცნიერების სამეცნიერო ნაშრომები, რაზეც ისინი ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდნენ.

45-წუთიანი ფილმის რეჟისორია ალექსანდრე გაბუნია. გადაღებები სხვადასხვა დროს მიმდინარეობდა საქართველოში, აშშ-ში, იტალიასა და საფრანგეთში. პროექტი მოამზადა სტუდია Cineman Film-მა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სააგენტოს „საქპატენტის" მხარდაჭერით.

საქართველოში ყურძნის 525 ჯიშია, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოში ცნობილი ყურძნის 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს.

ფესტივალი Oenovideo ყოველ წელს საფრანგეთის ქალაქ მარსელში, ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაციების მუზეუმში იმართება. წელს საკონკურსო ჩვენებაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 144 ფილმია ჩართული. კატეგორიაში „ფილმი" ნომინანტების ნუსხაში სულ 37 სურათი მოხვდა, მათ შორის - ქართული ფილმი.

118
თემები:
ღვინის კულტურა და მეღვინეობა (67)
ვლადიმერ მაიაკოვსკი

ონლაინ–კონფერენცია: ეძღვნება ვლადიმერ მაიაკოვსკის

19
(განახლებულია 14:06 25.05.2020)
ფორუმის მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნიდან გაიხსენებენ მაიაკოვსკის და იმსჯელებენ მის შემოქმედებაზე პოეზიაში, თეატრში, კინოში, ჟურნალისტიკასა და ხელოვნების სხვა სფეროებში

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. ონლაინ–კონფერენციას თემაზე „მაიაკოვსკის კვალდაკვალ პოეზიის საერთაშორისო სივრცეში“ ოთხშაბათს, 27 მაისს გამართავს მწერალ სანდრა ვერელის ბერლინის მუსიკალურ–ლიტერატურული სალონი ევრაზიის შემოქმედებით გილდიასთან ერთად.

სანდრა ვერელი საქართველოში დაარსებული დიდი პოეტის, ვლადიმერ მაიაკოსვკის სახელობის პირველი საერთაშორისო არტ–ფესტივალის „ბაღდათის ცა და სულის ეკოლოგია“ ორგანიზატორია. პროექტის მთავარი მიზანია საერთაშორისო ინტერესის გაღვიძება მაიაკოვსკის შემოქმედებისა და მისი ისტორიული სამშობლოსადმი.

ფესტივალი პირველად პოეტის მშობლიურ ბაღდათში 2018 წლის ოქტომბერში გაიმართა. მისი მონაწილენი იყვნენ შემოქმედი ადამიანები საქართველოდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან და ესტონეთიდან. მოგვიანებით ფესტივალი გაიმართა რუსეთსა და გერმანიაში.

„ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ პოეტები, მწერლები, თეატრალური კრიტიკოსები, მუსიკოსები, მხატვრები, ასევე ვლადიმერ მაიაკოვსკის შემოქმედების მთარგმნელები სხვადასხვა ქვეყნიდან. ასე რომ, საუბრების სპექტრი პოეზიის საზღვრებს გასცდება“, – აღნიშნა სანდრა ვერელმა „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას.

ვერელის თქმით, ონლაინ–კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ პოეტები და მწერლები საქართველოდან, გერმანიიდან, ინგლისიდან, ისრაელიდან, საფრანგეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელარუსიდან.

საპატიო სტუმრებს შორის იქნებიან პოეტის მშობლიური ქალაქ ბაღდათის წარმომადგენლები: მაიაკოვსკის სახლ–მუზეუმის დირექტორი ბექა კუჩუხიძე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელი, პოეტი, მწერალი, მაიაკოვსკის შემოქმედების ქართულ ენაზე მთარგმნელი კონსტანტინე კიკნაძე, ფესტივალის „ბაღდათის ცა“ ერთ–ერთიინიციატორი, რაიონის ტურიზმისა და სპორტის განყოფილების უფროსი გოჩა ხორავა.

გარდა ამისა, პოეტურ ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ პოეტები, მაიაკოვსკის პრემიის ლაურეატები ირინე გოჩაშვილი (თბილისი), ლიდია გრიგორიევა (ლონდონი), ჟურნალისტები მარინა თექთუმანიძე და ანასტასია ხატიაშვილი თბილისიდან, ასევე გაგიკ ნაზარიანი ერევნიდან.

მაიაკოვსკის შემოქმედებაზე და მესამე ეკო–არტ ფესტივალზე ისაუბრებენ კუნგურის სტროგანოვის სახელობის ამხატვრო კოლეჯის დირექტორის მოადგილე ტატიანა პიატიშევა, ამავე სასწავლებლის კურსდამთავრებული და ამჟამად მოსკოვის სტროგანოვის სახელობის სამხატვრო აკადემიის სტუდენტი, სადაც თავად მაიაკოვსკის სწავლობდა, სანამ მეამბოხე ხასიათის გამო არ გარიცხეს. მხატვრულ თემაზე ისაუბრებს მხატვარი და ჟურნალისტი ნატალია კოვალიოვა. მაიაკოვსკის თეატრალურ მიმართულებას წარმოადგენს თეატრალური კრიტიკოსი მოსკოვიდან ოლგა გოვორკო, აღნიშნა ვერელმა.

ფორუმის მუსიკალურ ნაწილს წარმოადგენენ კომპოზიტორები, რომლებმაც ბერლინში მეორე ფესტივალისთვის მაიაკოვსკის ლექსებზე შექმნეს მუსიკა. ესენი არიან არჩი კიდი მოსკოვიდან, ალექსანდრ გუტმანი, ანა ზანიზდრა, ვოლფ გერნერი და რობერტ დენჰოფი ბერლინიდან.

კონფერენციის განსაკუთრებული სტუმარი იქნება მართლმადიდებლური გუნდი „საირმე“ ბაღდათიდან, რომელიც შეასრულებს ჯანსუღ კახიძის სიმღერას ვლადიმერ მაიაკოვსკიზე. კონფერენციას გაუძღვება პოეტი, მწერალი და მთარგმნელი გერმანიიდან სანდრა ვერელი და ევროაზიის შემოქმედებითი გილდიის ხელმძღვანელის მოადგილე ლონდონიდან მარატ ახმეჯანოვი.



19
თემები:
საქართველო და კულტურა
მერაბ აბრამიშვილის ტილო

მერაბ აბრამიშვილის „სამოთხე“ Sotheby's–ის აუქციონზე გაიყიდება

30
(განახლებულია 11:00 25.05.2020)
ქართველი ფერმწერის ნამუშევრები დიდი წარმატებით სარგებლობს Sotheby's–ის და  Christie’s–ის აუქციონებზე.

 

თბილისი, 25 მაისი — Sputnik.  მხატვარ მერაბ აბრამიშვილის ნახატი „სამოთხე“ Sotheby's–ის აუქციონზე გაიყიდება, რომელიც ლონდონში 26 მაისს გაიმართება.

კატეგორიაში  „რუსული ხელოვნება“ (Russian Art) წარმოდგენილი ტილოს საწყისი ფასი 25 ათასი ბრიტანული ფუნტია.

აბრამიშვილმა სურათი 1933 წელს შექმნა და იგი საქართველოში არართხელ იყო გამოფენილი. 2014 წელს ნახატი  ნამდვილმა მეპატრონემ Sotheby's–ის აუქციონზე „გზაჯვარედინზე 2: თანამედროვე ხელოვნება სტამბულიდან ქაბულამდე“ (At the Crossroads 2: Contemporary Art from Istanbul to Kabul) შეიძინა. ამ ეტაპზე ნახატი კერძო ევროპულ კოლექციაშია. 

ქართველი მხატვარი მერაბ აბრამიშვილი 1957 წლის 16 მარტს საქართველოში დაიბადა. 1972–1976 წლებში ალექსანდრე ბანძელაძის სამხატვრო სტუდიაში სწავლობდა. 1981 წელს აბრამიშვილმა თბილისის სახელმწიფო ხელოვნების აკადემია დაამთავრა, 1987 წელს კი თავისი პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევარი „ 300 არაგველი“ დაწერა.

აბრამიშვილი საქართველოს მხატვართა კავშირის (1988–2006) წევრი იყო. გამომსახველობით ხელოვნებას ასწავლიდა სოფელ მსხალდიდის სკოლაში. მხატვრის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ნამუშევრებს როგორც რელიგიურ, ისე ანიმალისტიკურ თემებზე, ასევე ქართული ფრესკის, სპარსულ მინიატურებისა და  აღმოსავლური დეკორატიულ–გამოყენებითი ხელოვნების მოტივებზე.

მხატვარი ნამუშევრებს ხელს არ აწერდა და მსოფლიო დიდებას არ ეძებდა, მით უმეტეს, მის ცხოვრებაში იყო მრავალი გამოფენა საფრანგეთში, გერმანიაში, ავსტრიასა და პოლონეთში. მისი ტილოები ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, გერმანიაში, ფინეთში, აშშ–სა და კერძო კოლექციებში. მხატვარი 2006 წლის 22 იანვარს საქართველოში გარდაიცვალა.

ქართველი ფერმწერის ნამუშევრები დიდი წარმატებით სარგებლობს Sotheby's–ის და  Christie’s–ის აუქციონებზე. 2017 წელს ქართველი მხატვრის ორი ნახატი „მფარველი ანგელოზი“ და „ირმები“ Chrictie's–ის აუქციონზე 16,25 ათას ბრიტანულ ფუნტად გაიყიდა.

30
თემები:
საქართველო და კულტურა
ჰაიდი კლუმი

სახის დასაბანად უიაფეს შამპუნს ვიყენებ: ყოფილი სუპერმოდელი საიდუმლოს ამხელს

0
(განახლებულია 13:25 25.05.2020)
46 წლის მოდელი და ოთხი შვილის დედა, ყოფილი სუპერმოდელი, სახის კანის მოსავლელად უმარტივეს და უიაფეს ხერხს მიმართავს

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. გერმანელმა მსახიობმა და ყოფილმა სუპერმოდელმა ჰაიდი კლუმმა The Sun–ს თავისი ახალგაზრდობის საიდუმლო გაუმხილა. 

ოთხი შვილის დედა გამოტყდა, რომ კანის მოსავლელად მარტივ მეთოდს მიმართავს — სახეს ყოველდღე კონკრეტული ფირმის იაფი და ხელმისაწვდომი საბავშვო შამპუნით იბანს.

„მე მას სახის დასაბანად იმიტომ ვიყენებ, რომ ეს საშუალება სუპერფაქიზი და ამასთან ძალიან ეფექტურია“, — განმარტა მოდელმა.

46 წლის კლუმის თქმით, საბავშვო შამპუნი კარგად არბილებს კანს და არ აზიანებს კანს თვალების გარშემო.

გარდა ამისა, ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად მოდელი ყოველ დილით მიირთმევს ხილის კოქტეილს და კმაყოფილდება მსუბუქი მაკიაჟით — ძირითადად, წამწამების ტუშითა და „რუმიანით“.

 

0
თემები:
მსოფლიო დღეს