ფესტივალი „არტ-გენი

ნინო ქათამაძე და ფოლკლორი: ფესტივალი „არტ-გენი" იწყება

95
(განახლებულია 19:58 12.06.2019)
ფესტივალის სტუმრებს თბილისში ელოდება ფოლკლორული მუსიკალური ნომრები რეგიონებიდან, ასევე ცნობილი შემსრულებლების გამოსვლა.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფესტივალი „არტ-გენი" რეგიონული ტურნეთი ახმეტაში 16 ივნისს გაიხსნება, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.

ახმეტაში კონცერტის შემდეგ ფესტივალი 22 ივნისს დაბა ქედაში გადაინაცვლებს. რეგიონული ტურნე 28 ივნისს სოფელ გორდიში დასრულდება.

რაც შეეხება თბილისს, ფესტივალი, ტრადიციულად, ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღია ცის ქვეშ 7-14 ივლისს გაიმართება. ფესტივალის სტუმრები ყოველდღიურად ქვეყნის სხავადასხვა რეგიონის ფოლკლორული კომპოზიციების მოსმენას შეძლებენ.

კონცერტების პროგრამა

რეგიონული ტურნე: 16 ივნისი - ახმეტა (წყაროები)/ 22 ივნისი - ქედა, მახუნცეთი/ 28 ივნისი - ხონი, გორდი

თბილისი 7-14 ივლისი

7 ივლისი

20:00-21:30 კონცერტი: აკუსტიკის დღე

22:00 დასკვნითი კონცერტი: დათო ევგენიძე

8 ივლისი

20:00-21:30 კონცერტი, ფოლკლორი: სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი.

21:30-22:00 კონცერტი: ბაკურ ბურდული

22:00 დასკვნითი კონცერტი: ASEA SOOL

9 ივლისი

20:00-21:30 კონცერტი, ფოლკლორი: გურია, ქვემო ქართლი

22:00 დასკვნითი კონცერტი: REGGAEON

10 ივლისი

20:00 -21:30 კონცერტი, ფოლკლორი: კახეთი, თუშეთი, პანკისი. მცხეთა-მთიანეთი.

21:30-22:30 ქართული ბრძოლის ამბავი: ჰოროლი

22:00 დასკვნითი კონცერტი: ჩვენებურები და ლელა ნაყეური

11 ივლისი

20:00-21:30 კონცერტი, ფოლკლორი: იმერეთი, სვანეთი.

22:00 დასკვნითი კონცერტი: ფრანი

12 ივლისი

20:00-21:30 კონცერტი, ფოლკლორი: სამეგრელო, აფხაზეთი.

22:00 დასკვნითი კონცერტი ნინო ქათამაძე

13 ივლისი

20:00-21:30 კონცერტი, ფოლკლორი: რაჭა ლეჩხუმი.

22:00 დასკვნითი კონცერტი 33ა

14 ივლისი

20:00-21:30 კონცერტი, ფოლკლორი: აჭარა

22:00 დასკვნით კონცერტი: სუხიშვილები

ფესტივალი Art-Geni 2004 წელს დაარსდა და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფესტივალია, რომელსაც ყოველწლიურად 30-40 ათასი ადამიანი სტუმრობს. ფესტივალის მთავარი მიზანია ფოლკლორის, ხალხური რეწვის, ზეპირსიტყვიერებისა და ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების პოპულარიზაცია.

ეთნოგრაფიულ მუზეუმში კონცერტების ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ-გვერდზე.

95
თემები:
საქართველო და კულტურა (152)